სათვალთვალო კამერები საოკუპაციო ხაზთან და საქართველო რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში
პოლიტიკა - 14:56, 01 Jun, 2021     1748

რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესს აგრძელებენ. საოკუპაციო ხაზთან „ეფ-ეს-ბე“-ს ე.წ. მესაზღვრეებმა მავთულხლართებს მუდმივად ანახლებენ, დამატებით კი, სათვალთვალო კამერებს და სენსორებს ამონტაჟებენ. ექსპერტების აზრით, რუსეთი 2015 წელს ოკუპირებულ ცხინვალთან უკანონოდ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებების იმპლემენტაციის ახალ ეტაპზე გადავიდა. საუბარია ე.წ. თანამშრომლობისა და ინტეგრაციის და ე.წ. საზღვრის შესახებ 2015 წელს ხელმოწერილ არალეგიტიმურ დოკუმენტებზე.

დე ფაქტო საზღვრების დელიმიტაციის შესახებ ე.წ. მოლაპარაკებები კრემლმა ოკუპირებულ ცხინვალთან 2010 წელს დაიწყო. 2015 წლის 18 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და მისმა ე.წ. კოლეგამ ოკუპირებული ცხინვალიდან, დავიდ სანაკოევმა რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის „სახელმწიფო საზღვრის“ შესახებ „შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს. „შეთანხმება“ ძალაში 2016 წლის 29 სექტემბერს შევიდა, როდესაც „მხარეებმა“ სარატიფიკაციო სიგელები გაცვალეს.

2015 წლის 18 მარტს კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. შეთანხმებას მოაწერეს ხელი. „შეთანხმება“ თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნას, რუსეთსა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საზღვარზე თავისუფალ გადაადგილებას, „საბაჟო ორგანოების“ ინტეგრაციას, „შინაგან საქმეთა სტრუქტურების“ ხაზით თანამშრომლობას და რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას ითვალისწინებს. „შეთანხმების“ ვადად 25 წელი განისაზღვრა, შემდგომი 10 წლიანი პერიოდებით გაგრძელების შესაძლებლობით. „შეთანხმებაში“ ვკითხულობთ: „სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფები, რუსეთის სამხედრო ძალებისა და უსაფრთხოების შემადგენლობაში შევლენ.“ ეს უკანონო დოკუმენტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის დამამტკიცებელი საბუთია.

სწორედ ამ ორ ე.წ. დოკუმენტზე დაყრდნობით დაიწყეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კამერების დამონტაჟება, რომ ე.წ. შეთანხმებით გათვალისწინებული „საზღვრის კონტროლი“ უკეთესად განახორციელონ. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ „ეფ-ეს-ბე“-ს უკანონო დაკავებების პრაქტიკას თუ გავიხსენებთ, „შეთანხმებების“ იმპლემენტაციის ეს ახალი ეტაპი, როგორც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად, ისე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლებას კიდევ უფრო შეზღუდავს.
ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქართველოსთან ერთად სიაში მოხვდნენ: აშშ, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩეხეთი და დიდი ბრიტანეთი. ვლადიმერ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი "არამეგობრული ქვეყნების" დიპლომატიურ მისიებში და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს. კანონი რუსეთის მთავრობას უფლებამოსილებას ანიჭებს, შეზღუდოს ან სულაც აკრძალოს ხელშეკრულებები "უცხო სახელმწიფოთა სამთავრობო ორგანოებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რომლებიც არაკეთილსინდისიერ ქმედებების სჩადიან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ პრეზიდენტის კანონს „სხვა ქვეყნების მტრული ნაბიჯების წინააღმდეგ საპასუხო ღონისძიება“ უწოდა. „ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა აბსოლუტურად მშვიდობიანია, მაგრამ არც ერთ იმ ნაბიჯს, რომელსაც არამეგობრულად და მტრულად ვთვლით, უპასუხოდ არ დავტოვებთ. ის ზომები, რომლებსაც ახლა ვიღებთ, საპასუხო ზომებია. ეს არ არის აგრესიული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის მხრიდან, ამას რუსეთის დასაცავად ვაკეთებთ.“

რუსეთის გარდა მთელ მსოფლიოს მტრად არავინ აღიქვამს. ოფიციალურ მოსკოვს არამეგობრული ქვეყნების სიიდან სულ მცირე ორი ქვეყნის ტერიტორიები თავად აქვს ოკუპირებული. მარია ზახაროვას თუ დავუჯერებთ, რუსეთი ახლა საქართველოსგან თავს იცავს. ალბათ ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ბორდერიზაციაც კრემლს „დაჩაგრული“ რუსეთის დასაცავად სჭირდება.

საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ღამით თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე იძინებენ და დილას ოკუპირებულ ცხინვალში იღვიძებენ. ეს არ არის თავდაცვა, ეს თავდასხმაა და ოფიციალური მოსკოვი არამეგობრული ქვეყნების სიის ნაცვლად ახლა საერთაშორისო სამართლის იმ ფუნდამენტური ნორმების სიას უნდა ადგენდეს, რომლებსაც ყოველდღიურად არღვევს საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე. ვლადიმერ პუტინი ცდილობს ქვეყანა ძალით დააბრუნოს რუსეთის გავლენის სფეროში და თან აცხადებს, რომ სწორედ საქართველო ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას და არა პირიქით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42