ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში - IDFI-ს კვლევა
პოლიტიკა - 14:50, 01 Jun, 2021     928

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDF) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს, რომელიც გასული წლის მონაცემებს მოიცავს.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით კვლავ გაუარესდა:

"2020 წელი, ქვეყანაში COVID 19 პანდემიით შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გათვალისწინებით, გამორჩეული იყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობით. პანდემიის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა საბიუჯეტო სახსრების გაუმჭვირვალე და არარაციონალური განკარგვის რისკები, რაც განპირობებული იყო, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევებით, საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდით, სატენდერო პროცედურების გარეშე განხორციელებული შესყიდვებით და სხვა.

2020 წელს კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებობდა შემდეგი ძირითადი გამოწვევები:

გამოწვევა N1 - საჯარო ინფორმაციის გაცემის სამართლებრივი შეზღუდვა - 2020 წლის 21 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის მოქმედების ვადით შეიზღუდა კონსტიტუციით გარანტირებული ცალკეული უფლებები. მათ შორის, შეჩერდა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები. ვადის შეჩერება გავრცელდა იმ შემთხვევებზეც, როდესაც საჯარო ინფორმაცია მოთხოვნილ იქნა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე და არ იყო გასული ინფორმაციის გაცემის კანონით დადგენილი ვადა. საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა, შესაბამისად 2020 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 2 თვით იყო შეჩერებული.

გამოწვევა N2 - პანდემიის სპეციფიკით გამოწვეული სირთულეები - კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეთა გარკვეული ნაწილი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. შესაბამისად, არსებობდა რისკი თუ რამდენად ეფექტიანად შეძლებდნენ საჯარო დაწესებულებები მსგავს სამუშაო პირობებში, სათანადო პროცესის კოორდინაციას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ამასთან, სხვადასხვა უწყებაში ვირუსის შესაძლო გავრცელება, კონკრეტული უწყების პანდემიასთან ბრძოლის პროცესში უშუალო ჩართულობა და სხვა მსგავსი ფაქტორები, საფრთხეს უქმნიდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის საჭირო სამუშაო რესურსის მობილიზებას.

გამოწვევა N3 - საჯარო დაწესებულებების არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება - არა ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებებისათვის კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობა, შესაძლებელია გამხდარიყო საჯარო ინფორმაციის არაკეთილსინდისიერად შეზღუდვის დამატებითი მოტივი.

პანდემიის პირობებში არსებული გამოწვევების მიუხედავად, IDFI-იმ 2020 წელს განახორციელა საჯარო დაწესებულებების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგი. საჯარო დაწესებულებათა ყველაზე ღია თუ დახურულ უწყებად დასახელების მრავალწლიანი უწყვეტი პრაქტიკა, ხელს უწყობს, მსგავს არაორდინალურ სიტუაციებშიც ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას და საჯარო სექტორში ჯანსაღი კონკურენციის წახალისებას.

წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასება 2020 წლის მონაცემებით. ანგარიში ასევე, მოიცავს საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2020 წლებში და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს.

რეიტინგების შედგენისას გამოყენებულ იქნა IDFI-ს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეფასების 2011 წელს შემუშავებული მეთოდოლოგია და კრიტერიუმები.


ძირითადი მიგნებები

- 2020 წელს 285 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 6 258 მოთხოვნიდან IDFI-იმ პასუხი მიიღო 5,000 განცხადებაზე (80%);

- 2020 წელს საჯარო დაწესებულებებში გაგზავნილი 6,258 მოთხოვნიდან, IDFI-იმ 10 დღიანი ვადის დაცვით ინფორმაცია მიიღო 3,043 შემთხვევაში (48%);

- 2020 წელს საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (30%) უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა მრჩევლის, ექსპერტის და კონსულტანტის პოზიციებზე დასაქმებული პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოწოდებაზე. რიგით მეორე, ყველაზე დახურული ინფორმაცია დაკავშირებული იყო თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ გავლილი კილომეტრაჟის და საშუალო წვის მაჩვენებლებთან;

- 2020 წელს, განსაკუთრებით პრობლემური იყო ისეთი მოთხოვნების უპასუხოდ დატოვება, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლასთან იყო კავშირში და შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა.მაგ, მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებების ასლები, ტურიზმის ამოქმედებისთვის განხორციელებული ღონისძიებები და სხვ.

- 2020 წელს დაწესებულებათა კატეგორიების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს ან უარი განაცხადეს სახელმწიფო შპს-ებმა და ა(ა)იპებმა (74% უპასუხო, უარი); ხოლო, სრულყოფილი პასუხების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (85% სრულყოფილი) დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებათა ჯგუფში, რომელიც აერთიანებს: აჭარის ა/რ-ის მთავრობა და სამინისტროები, აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

- 2020 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით 19-მა საჯარო დაწესებულებამ გასცა (მათ შორის, , სახალხო დამცველის აპარატი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური);

- 2020 წელს, IDFI-ის მიერ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად შეფასდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა;

- 2020 წელს მთავრობის ადმინისტრაციის და იუსტიცის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების გარდა, კიდევ 13 დაწესებულება (მათ შორის სახელმწიფო ხაზინა) აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც IDFI-ის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა;

- ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ - 92,33% ხოლო ყველაზე დაბალი იუსტიციის სამინისტრომ (5,45%) და ფინანსთა სამინისტრომ (12,91%) ;

- 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს 14 ცენტრალური საჯარო დაწესებულებებიდან 10-მა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი გააუარესა.მათ შორის, ფინანსთა სამინისტრო (-45,7%), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (-35,84%) შინაგან საქმეთა სამინისტრო (-30,26%), პრეზიდენტის ადმინისტრაცია (-26,18%);

- 2020 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი (80%) 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია;

- 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, სრულყოფილი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 6%-ით შემცირდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების მაჩვენებელი კი 4%-ით გაიზარდა;

- 2020 წელს სამინისტროებს დაქვემდებარებულმა უწყებების სრულყოფილად გაცემული პასუხების (47%) და უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების (41%) მაჩვენებლები, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია.

- 2012 წლის შემდეგ, პირველად ვადის დაცვით გაცემულ პასუხებს აჭარბებს 10 დღიანი ვადის დარღვევის შემთხვევები, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, კორონავირუსის პანდემიის პირობებში საჯარო სექტორში სამუშაო პროცესის გართულებამ (დისტანციურ სამუშაო პირობებზე გადასვლა, პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულობა და სხვ.)." - ნათქვამია ინფორმაციაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42