ნატოს გენერალურმა მდივანმა იენ სტოლტენბერგმა ვიდეოკონფერენციის დროს რუსეთის მხირდან უკანონო სამხედრო ქმედებები შეაფასა და განაცხადა, რომ რუსული ჯარის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, უკანონო დესტაბილიზაციის მცდელობა გააგრძელოს საქართველოსა და უკრაინაში.
სტოლტენბერგმა სიტყვით გამოსვლისას ასევე მოუწოდა საქართველოსა და უკრაინას, ევროატლანტიკური სივრცეში შემდგომი ინტეგრაციისთვის უსაფრთხოებისა და თავდაცვითი ინსტიტუტების მოდერნიზაციისთვის საჭირო რეფორმები გაატარონ:
"რუსეთი სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად დიდ თანხებს ხარჯავს, რისი ერთ-ერთი მიზანიც საქართველოსა და უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობის გაგრძელებაა. ჩვენ კი პირიქით, მოკავშირეების დასაცავად მზადყოფნის დემონსტრირებას ვახდენთ და ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ მხოლოდ თავდაცვის სფეროში ვიყენებთ. ასევე, ვაგრძელებთ მუშაობას კანდიდატ ქვეყნებთან- საქართველოსა და უკრაინასთან. ჩვენი გზავნილი ცალსახაა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისაღწევად ამ ქვეყნებმა ფოკუსირება რეფორმების გატარებასა და თავდაცვის სფეროში არსებული ინსტიტუტების მოდერნიზაციაზე უნდა მოახდინონ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები






