კახა კალაძე: ჩვენ გავრისკეთ, რომ წამოგვეწყო ეს მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქისთვის
პოლიტიკა - 12:32, 01 Jun, 2021     1011

სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, რეფორმის დაწყებამდე კონსულტაციები უცხოელ სპეციალისტებთან გაიარეს.

„როდესაც ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ ამ რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გვქონდა უცხოელ სპეციალისტებთან. პირველი კითხვა, რაც დასვეს, იყო, თუ ვიყავით მზად იმისთვის, რომ ეს რეფორმა განგვეხორციელებინა, რადგან მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ რეფორმის განხორციელებას შეიძლება მოჰყოლოდა მოქალაქეების გარკვეული ჯგუფების განაწყენება. მეორე კითხვა იყო, თუ ვიყავით მზად იმისთვის, რომ რეფორმის განხორციელების დროს პოლიტიკა არ შემოგვეტანა. როდესაც პოლიტიკა შემოდის ასეთი გადაწყვეტილებების დროს, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ხდება უკან დახევა, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და გადავდგით ეს ნაბიჯი. გავრისკეთ, რომ წამოგვეწყო ეს მნიშვნელოვანი რეფორმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ჩვენ, პირადად მე, ჩემი თანაგუნდელები ამ მხარდაჭერას ვგრძნობთ ყოველდღიურ რეჟიმში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დასაფასებელია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული, ყველაზე მწვანე იყოს, გამართული ინფრასტრუქტურით, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, არაფერს დავაკლებთ ამ ქალაქს, რომ ეს მიმართულებები მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42