"ტრიბუნას" ლიდერი დავოთ ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ქვეყანაში 90-ანი წლების მერე ასეთი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი არ ყოფილა, ხელისუფლებას კ წარსულის ხარჯზე სურს მომავალში დარჩენა:
"გეგმა იგივეა როგორც ჩანს - ამათ ისევ წარსულის ხარჯზე უნდათ მომავალში დარჩენა.
გაჭირვებული, გაღარიბებული, გატყავებული ადამიანების უფლებებს დაცვა,
სამუშაო ადგილების შექმნა, მშიერი ბავშვები ქეყანაში, მათი უფლებების დაცვა... დღეს აღარავის აინტერესებს, სამაგიეროდ მმართველი „ქართული ოცნების“ და კომპლექსიანი კობახიძის ერთადერთი გამოწვევა „ნაციონალებთან“ ბრძოლა გახდა.
პლიუს ახლა დამატებით კიდევ იმას „ვარკვევთ“, გახარია მონური გადაწყვეტილებების შემსრულებებლი იყო, თუ გაბედავს ოდესმე სიმართლის თქმას.
მოკლედ, ასეთი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური კრიზისი, რაც დღეს ქვეყანაშია, 90-იანი წლების მერე არ ყოფილა და მართლა მაინტერესებს, ვინმეს სჯერა, რომ კობახიძე - ღარიბაშვილი დაალაგებს მთელ ამ პრობლემებს?!
თუ თურნავა ააწყობს ქვეყნის ეკონომიკას?!
ამიტომ ვამბობ, კონსოლიდაციაა საჭირო დღეს ოპოზიციაში და ყველას ჩართულობა, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია" - წერს ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






