44 ლი ჩერითი ამბობს, რომ მას არ შუძლია, პარისი მიატოვოს და განაგრძობს ციხეში ვიზიტს, კიდევ 30 წელი.
10 წლის წინ, ლის, პოლიციამ სამსახურში მიაკითხა და უთხრა, რომ მის 4 წლის გოგონას რაღაც შეემთხვა.
„რას ჭირს ელას? ახლავე უნდა დაველაპარაკო - ვუთხარი პოლიციას, მათ კი მითხრეს, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან ელა მკვდარი იყო“ - იხსენებს ლი New York Post-თან ინტერვიუში.
როგორც აღმოჩნდა 4 წლის ელა, მისმა 13 წლის ძმამ სამზარეულის დანით მოკლა, როდესაც გოგონას ეძინა. მას 17 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
პარისი, რომელიც ახლა 24 წლის არის ამბობს, რომ მას დედის დასჯა უნდოდა იმიტომ, რომ ის წარსულში ნარკოდამოკიდებული იყო.

„მე ვაპატიე პარისს, მაგრამ ეს მიმდინარე პროცესია. ის რომ თავისუფალი იყოს, მე მისი შემეშინდებოდა“ - ამბობს ლი.
ოჯახის ტრაგიკულ ისტორიაზე დოკუმენტური ფილმი „მე ოჯახი მქონდა“ გვიყვება. ლი აღწერს საკუთარ ცხოვრებას მას შემდეგ, რაც პოლიციამ ერთი შვილის სიკვდილი და მეორეს დაპატიმრება აცნობა.
როგორც გაირკვა, ლი მარტოხელა დედა იყო და მუშაობდა. მისი სახლში არყოფნის დროს კი ბავშვებთან ძიძა იყო. თუმცა, ძიძის წასვლისა და დედის დაბრუნებამდე, ბავშვებს მარტო ყოფნა რამდენიმე წუთი უწევდა.
ტრაგედიის დღეს, როდესაც ძიძა სახლიდან წაავიდა, პარისმა სამზარეულოს დანა აიღო და დას 17-ჯერ ჩაარტყა. შემდეგ 911-ში დარეკა და მკვლელობის შესახებ შეატყობინა. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისთვის ბიჭს 40 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ის უკვე 10 წელია ციხეშია.

როგორც გაირკვა, პარისი რვა წლის იყო, როდესაც ანტი-სოციალური პიროვნული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს.
აღსანიშნავია, რომ სოციოპათის დიაგნოზის მიუხედავად, პარისი სრულ პასუხისმგებლობას იღებს დანაშაულზე და ამბობს, რომ ის არც გონებრივ და არც ფსიქიკურ აშლილობას არ განიცდის.
რაც შეეხება ლის, 2012 წელს მან ბიჭი გააჩინა. იმავე წელს დააარსა არასამთავრობო ფონდი „ელლა“, რომელიც ეხმარება პრობაციონერებს, ასევე ადამიანებს, რომლებსაც სისხლის სამართლის სისტემასთან ჰქონდათ შეხება და ამით ტრავმა მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები






