"არის და იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი"? - პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლებაში ყოფნისას მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ხელისუფლებაზე ბიძინა ივანიშვილის გავლენები გაძლიერებული ინსტიტუტებით ყოფილიყო ჩანაცვლებული.
ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი სურვილის მიუხედავად, ინსტიტუტების გაძლიერებისთვის ბევრი არაფერი გაკეთებულა.
"ბიძინა ივანიშვილის გავლენა ხელისუფლებაზე და საერთოდ პოლიტიკურ პროცესზე რა თქმა უნდა არის უაღრესად დიდი და ყოველთვის ასეთი იყო. ეს მისი მოღვაწეობიდან, არა 2012 წლიდან, არამედ უფრო ადრე იყო განპირობებული მისი საქველმოქმედო მოღვაწეობის ჩათვლით. ეს ყველაფერი მასაც ყოველთვის აღიარებული ჰქონდა.
ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რომ ეს გავლენები, რომელიც მას ჰქონდა და ალბათ აქვს, მე არ ვიცი ეს დღეს როგორ ხდება, სულ უფრო და უფრო უნდა ჩანაცვლებულიყო გაძლიერებული ინსტიტუტებით. ეს ერთადერთი რისი თქმაც შეიძლება, რომ ინსტიტუტების გაძლიერებისთვის ბევრი არაფერი გაკეთებულა. ეს არის დიდი პრობლემა", - განაცხადა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






