"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის ინიციატივას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დავით აღმაშენებელი უკმაყოფილო იქნებოდა ამ ინიციატივით. მისი თქმით, სამოქალაქო უფლებების გაუმჯობესება არ არის ვაშაძის ინიციატივა:
"ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში, არავითარი სამოქალაქო უფლებების გაუმჯობესება არ არის თქვენი ინიციატივა. სამოქალაქო უფლებების მშვიდობიანი პროტესტს, იმ ადამიანებს ვინც კანონის დაცვით მანიფესტაციას გეგმავს და ატარებს, არაფერს არ უზღუდავს, ეს საკანონმდებლო ნორმები და მინდა გითხრათ, რომ თვითონ დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, რომ სცოდნოდა თქვენი ინიციატივის შესახებ. თქვენი ქვეყნის პოლიციელებს და ჯარისკაცებს ასე მიულოცეთ თავისი პროფესიული დღე" - განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, ვაშაძემ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობაზე მისი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.
მასალის გამოყენების პირობები






