ქუთაისში არსებული "ონკოლოგიის ცენტრი" "კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი" გახდა
ჯანმრთელობა - 15:08, 31 May, 2021     2036

ქუთაისში არსებული საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი ონკოლოგიის ცენტრი ახალი ბრენდით - კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის სახელით განაგრძობს ფუნქციონირებას.

ქუთაისში, ჯავახიშვილის ქ. N85-ში მდებარე უმსხვილესი ონკოლოგიის ცენტრის რებრენდინგი ჩიკაგოში მოღვაწე რადიაციული ონკოლოგის, კრისტინა კილის სახელს უკავშირდება. ის კლინიკის განვითარებაში ცენტრის დაარსებიდან აქტიურად არის ჩართული. კრისტინა კილი ყოველდღიურ რეჟიმში ქართველ კოლეგებთან ერთად განიხილავს პაციენტების მკურნალობის გეგმას. ქუთაისში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის და საერთაშორისო გამოცდილებას ქართველ ექიმებს ადგილზე მუდმივად უზიარებს.

პროფესორ კრისტინა კილს აშშ-ში რადიაციულ ონკოლოგად მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს. ის არის აშშ-ის რადიაციული ონკოლოგიის ექსპერტთა საბჭოს წევრი, ამერიკის ონკოლოგთა ასოციაციის (ASCO) საბჭოს წევრი, ამერიკის ნაციონალური სიმსივნის ქსელის (NCCN) კომიტეტის წევრი და რადიაციული ონკოლოგიის მიმართულების კონსულტანტი. პროფესორი კრისტინა კილი მრავალი სამეცნიერო კვლევისა და ნაშრომის ავტორია.

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს აძლევს შესაძლებლობას, ჩვენების მიხედვით ერთ სივრცეში ჩაიტაროს შესაბამისი სრული ონკოლოგიური კვლევა და მკურნალობის კურსი ადგილობრივი და საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმების ჩართულობით გაიაროს. ჰოსპიტალში დამონტაჟებულია ორი სხივური ამაჩქარებელი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რთულად მისადგომი სიმსივნურად დაზიანებული უბნები მიზნობრივად დასხივდეს. სხივური თერაპიის მიმართულებით ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული ჩიკაგოში მოღვაწე რადიაციული თერაპიის სამედიცინო ფიზიკოსი, გოჩა ხელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ევექსი ჰოსპიტლების ონკოლოგია/ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოსთან (clinical board), რომლის თავმჯდომარე დანიაში მოღვაწე ონკოლოგი, ზაზა უჯმაჯურიძეა. კლინიკური ბორდები საქართველოსა და საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებულ ქართველ ექიმებს აერთიანებს და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, რთული სამედიცინო შემთხვევების განხილვასა და უახლესი პროტოკოლების გათვალისწინებით მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრას უზრუნველყოფ.

კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრი უზრუნველყოფს როგორც სრულ სამედიცინო სერვისს, ასევე - ლოჯისტიკურ დეტალებს, მათ შორის სხვა ქალაქიდან თუ ქვეყნიდან სამკურნალოდ ჩამოსული პაციენტებისთვის შესაბამისად აღჭურვილ სასტუმრო ნომრებს. განსაკუთრებული საჭიროების მქონე სხივური თერაპიით მოსარგებლე პაციენტებს საშუალება ექნებათ, უფასოდ განთავსდნენ სამედიცინო ცენტრის ბაზაზე არსებულ სასტუმროს ნომრებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42