SPI ჯგუფი იმედოვნებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს საკასაციო საჩივარს სასაქონლო ნიშან "სტოლიჩნაისთან" დაკავშირებით
სამართალი - 14:33, 31 May, 2021     1413

SPI ჯგუფი საკასაციო საჩივირის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ განსახილველ პროცესს სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ამ კვირაში საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს სასაკაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, რაც უკავშირდება საქართველოში დაცულ სასაქონლო ნიშან „სტოლიჩნაიას“. ცოტა ხნის წინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სახაზინო საწარმო „სოიუზპლოდოიმპორტის“ სარჩელი, რომლის საფუველზეც გაუქმდა SPI ჯგუფის ინტელექტუალური საკუთრება საქართველოში.

SPI ჯგუფი, რომელიც ბაზირებულია ლუქსემბურგში და წარმოდგენილია მსოფლიოს მასშტაბით 170-ზე მეტ

ბაზარზე, არის ღვინისა და სპირტიანი სასმელების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და დინამიური კომპანია, რომელიც ახორციელებს 380 დასახელების/ბრენდის ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმობის, გაყიდვისა და დისტრიბუციას.

საქართველოში მიმდინარე დავა არის საერთაშორისო დავის ნაწილი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობს 5 კონტინენტზე.

უმეტეს იურისდიქციებში, სადაც მიმდინარეობს დავები, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია ცდილობს დაესაკუთროს საბჭოთა კავშირის ეპოქის სასაქონლო ნიშანს. საგულისხმოა, რომ საქართველოში საქმე არ უკავშირდება საბჭოთა კავშირის ეპოქის სასაქონლო ნიშნებს.

სადაო სასაქონლო ნიშნების პირველი რეგისტრაცია საქართველოში განხორციელდა მხოლოდ SPI ჯგუფის მიერ, საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამოდენიმე წლის შემდეგ. შედეგად, რუსეთის სახელმწიფო კომპანიის მოთხოვნა ეფუძნება თითქოსდა ქართველი მომხმარებლების უფლებების დაცვას „მცდარი“ წარმოდგენისგან და მიმართულია ამგვარი „მცდარი“ წარმოდგენის აღმოფხვრისაკენ, რაც ბუნებაში არ არსებობს.

SPI ჯგუფი უკვე 22 წელია, რაც ფლობს ქართულ სასაქონლო ნიშნებს და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიამ მხოლოდ 20 წლის შემდეგ გადაწყვიტა დავა საქართველოში დაეწყო.

მიუხედავად 20 წლიანი შეტევებისა კომპანიის მიმართ, SPI ჯგუფი 180-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს აღნიშნულ სასაქონლო ნიშნებს.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უზენაესი სასამართლო არ უზრუნველყოფს არასწორი გადაწყვეტილების გაუქმებას, ეს შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს და გზას გაუხსნის სხვა არაკეთილსინდისიერ ოპორტუნისტებს, რათა მათ მიმართონ მცდელობებს, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბრენდების სასაქონლო ნიშნებზე უფლებების გაუქმებისათვის, მსგავსი გამოგონილი საფუძვლებით. ამგვარი განვითარება, დააზიანებს საქართველოს იმიჯსა და

რეპუტაციას მრავალი მიმართულებით, მათ შორის შეფერხებს ბიზნესისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასა და განხორციელებას.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს საკასაციო საჩივარს და სამართლიანობა გაიმარჯვებს, რათა თავიდან იქნას აცილებული სახიფათო სასამართლო პრეცენდენტის შექმნა, რაც მნიშვნელოვან ნეგატიურ შედეგებს წარმოშობს ინიტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვისა და განხორციელებისათვის საქართველოში" - წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42