დღეს ჩვენ გვყავს ძლიერი გამართული პროფესიონალი პოლიცია, რომელიც პოლიტიკურად ნეიტრალურია - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 11:59, 31 May, 2021     891

პოლიციის დღესთან დაკავშირებით პრემიერმა ღარბიბაშვილმა სპეციალურ ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას შსს-ს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო შს მინისტრობა და ყველაზე მეტად მაშინ გაიგო კარგად, რას ნიშნავდა პოლიციელობა. ღარიბაშვილის თქმით, დღეს პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური:

"მე მინდა მადლობა გითხრათ თქვენი სამსახურისთვის, თქვენი თავდადებისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენი თავგანწირვისთვის. მადლობა მინდა გითხრათ თქვენი გმირობისთვის. მადლობა თქვენს მშობლებს, თქვენს მეუღლეებს, თქვენს შვილებს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ძვირფასო მეგობრებო, თქვენი მინისტრობა, თქვენთან ერთად მუშაობა და თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მსახურება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი პერიოდი ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაში. მე ყველზე კარგად გავიგე იმ დროს, თუ რას ნიშნავს, იყო პოლიციელი. მე ძალიან კარგად ვიცი, თუ რაოდენ მძიმე არის თქვენი შრომა, თქვენი 24-საათიანი სამსახური ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამისთვის ჩვენ მადლობას გეუბნებით თქვენ. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დამცველები. თქვენ უზრუნველყოფთ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოებას, ჩვენი ხალხის, თითოეული მოქალაქის მშვიდ ძილს, კანონის უზენაესობას, საზოგადოებრივ წესრიგს.

დღეს პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება. დღეს ჩვენ გვყავს ძლიერი გამართული პროფესიონალი პოლიცია. ამისთვის მე კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, ჩვენ ვამაყობთ თქვენით. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ გყავთ ღირსეული შს მინისტრი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42