ყველაზე მეტად სწორედ პოლიციას ევალება, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და ერთდროულად დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები, მოსახლეობის უსაფრთხოება და მისი უფლებები - ზურაბიშვილი
პოლიტიკა - 11:53, 31 May, 2021     876

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და სპეციალურ ღონისძიებაზე სიტყვით მიმართა. მან ასევე სამი პოლიციელი ქალი ოჯახური, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ღირსების მედლით დააჯილდოვა:

„დღეს საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევის პროცესში, იქნება ეს კოვიდპანდემიასთან და ბუნებრივ სტიქიასთან ბრძოლა, მართლწესრიგის დაცვა ან პოლიტიკურად თუ სოციალურად მოტივირებული საპროტესტო აქციების მშვიდობიანად და უსაფრთხოდ წარმართვა, პოლიცია მუდამ წინა ხაზზე დგას. ყველაზე მეტად სწორედ პოლიციას ევალება, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და ერთდროულად დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები, მოსახლეობის უსაფრთხოება და მისი უფლებები. ამ ურთულესი მისიის შესრულებაში პოლიციას უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო და საზოგადოება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი ნორმების მიღება, რომლებიც პოლიციას მისცემს შესაძლებლობას, ეფექტურად დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები და მოქალაქეების უფლებები. საზოგადოების ვალია, პატივი სცეს პოლიციას და ამით, თავადაც შეუწყოს ხელი პოლიციის საქმინობის წარმატებით განხორციელებას. სადაც არ არის პოლიციის პატივისცემა, იქ არც სახელმწიფოს პატივისცემა არ არსებობს. ვამაყობ ქართული პოლიციის პროფესიონალიზმით!

მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე ღირსების მედლით ვაჯილდოვებ სამ ახალგაზრდა პოლიციელს, ახალგაზრდა ქალს, ეკა ბუწკირიძეს, ანი ნაცარაშვილსა და გვანცა გოგავას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ოჯახური და ასევე, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვისურვებ, რომ თქვენნაირი ძალიან ბევრი პროფესიონალი კიდევ გაიზარდოს და ემსახუროს ხვალ ქართულ პოლიციასა და ქართულ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას მოგახსენებთ საქართველოს სამსახურისთვის. ვამაყობ ქართული პოლიციით!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42