ვახტანგ გომელაური: "ვირუსთან ბრძოლისას განსაკუთრებით გამოიკვეთა პოლიციის როლი და მნიშვნელობა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში"
პოლიტიკა - 11:48, 31 May, 2021     925
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ვახტანგ გომელაური სიტყვით გამოსვლისას პანდემიის პირობებში პოლიციის საქმიანობას შეეხო და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში პოლიციის მიზანმიმართულ და ეფექტიან მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისათვის.

„გასული წლის გაზაფხულიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფისთვის ახალი გამოწვევებით სავსე პერიოდი დაიწყო. ათასობით თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და ამჟამადაც ამ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ვირუსთან ბრძოლისას განსაკუთრებით გამოიკვეთა პოლიციის როლი და მნიშვნელობა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჩვენ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი კარგად ნაფიქრი, გააზრებული და სწორად დაგეგმილი იყო. ამ ვითარებაში პოლიციის მიზანმიმართულ და ეფექტიან მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისათვის.
პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩვენ ერთი წუთით არ შევფერხებულვართ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლაში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სამინისტროს ყველა დეპარტამენტი ეფექტიანად მოქმედებდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42