საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მე-11 განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:17, 31 May, 2021     1302

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მე-11 განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ექსპო ჯორჯიასთან პარტნიორობით, წლევანდელმა ღონისძიებამ ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, მის მთავარ მიზანს კი აბიტურიენტებისა და სტუდენტების კარიერული განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარება წარმოადგენდა.

ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დარგის პროფესიონალებისგან მიეღოთ საჭირო ინფორმაცია მომავლის პროფესიებზე, შრომით ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა თუ შესაძლებლობებზე. ე.წ. „შეხვედრების ოთახებში“ კი თავად სპიკერების გამოცდილებაზე დაყრდნობით მოესმინათ რჩევები YouTube-ერობის მიმართულებით. ასევე, content management-ისა და copywriting-ის შესწავლის გზებზე.

პანელური დისკუსიების ფარგლებში, დამსწრეებმა იმ შესაძლებლობებზეც შეიტყვეს, რასაც საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების პროგორამა „ლიდერატორის“ მეშვეობით ქმნის.

გარდა ამისა, საქართველოს ბანკის სტიპენდიანტებმა დამსწრეებს Fulbright-ისა და Chevening-ის პროგრამების ფარგლებში დაგროვილი გამოცდილებებიც გაუზიარეს. შეხვედრის ბოლოს საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს სტიპენდიანტებისათვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.

„განათლების საერთაშორისო გამოფენა არაჩვეულებრივი გზაა სტუდენტებისთვის გაიგონ მეტი დასაქმების პერსპექტივებზე და აღმოაჩინონ ახალი სფეროები. მიიღონ მათთვის სწორი გადაწყვეტილებები. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის და განათლების საერთაშორისო გამოფენის პარტნიორობა კვლავ გრძელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს მათი კარიერული განვითარების გზაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა პროექტების მეშვეობით განათლების ხელშეწყობას, იქნება ეს სასტიპენდიო და სტუდენტური დასაქმების პროგრამები თუ სხვა ინიციატივები. ჩვენი მიზანია მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა განათლებისთვის საჭირო რესურსებზე, რათა შეძლონ განვითარება და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება“, - განაცხადა თამარ გოჩაშვილმა, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42