ნიკა მელია: მივმართავ ჩვენს მეგობრებს ოპოზიციური პარტიებიდან, კვლავ უნდა გავაერთიანოთ საერთო ძალისხმევა - ქვეყნის წარმატებას თუ არა ერთობა, დემოკრატიული კოალიციური მმართველობა, უბრალოდ, ვერ ვხედავ
პოლიტიკა - 18:45, 30 May, 2021     1591

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ოპოზიციური პარტიებიდან კოლეგებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ კვლავ გააერთიანონ ძალისხმევა და დაივიწყონ წყენა, ყველა წვრილმანი, რომელზეც შესაძლოა, კონცენტრირდებოდნენ.


„მინდა, მივმართო ჩვენს კოლეგა მეგობრებს ოპოზიციური პარტიებიდან, არ ვმალავ, ბევრ მათგანთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, დიდი პატივისცემით და მოწიწებით ვამბობ ამას, კვლავ უნდა გავაერთიანოთ საერთო ძალისხმევა, რადგან ყველა ჩვენგანს გვყავს ოჯახში დედა, მამა, შვილები, შვილიშვილები, მეზობლები, უბრალოდ თანამოქალაქეები, რომლებსაც ვაკვირდებით, რამდენად სიდუხჭირეს განიცდიან, უნდა დავივიწყოთ წყენა, ყველა წვრილმანი, რომელზეც შესაძლებელია, ჩვენ ვკონცენტრირდებოდით. იცით რატომ? ყველა წვრილმანი, რომელზეც ჩვენ ვკონცენტრირდებოდით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მართლაც წვრილმანია იმ დიდ ამოცანასთან შედარებით, რასაც მტაცებლებისგან სახელმწიფოს გათავისუფლება ჰქვია. მე არ ვამბობ, რომ ვინმე არის დამნაშავე, ან უდანაშაულო და ა.შ. არ ვამბობ, რომ ჩვენც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი ზუსტად და კარგად გავაკეთეთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ერთობა შედუღაბდეს, რადგან მე, როგორც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი, თუ არა ერთობა, თუ არა დემოკრატიული კოალიციური მმართველობა, ამ ქვეყნის წარმატებას უბრალოდ ვერ ვხედავ, ეს არის უებარი გამოსავალი ქვეყნის ჭაობიდან ამოსაყვანად. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, თუ ვერ შევძელით, როგორ ვარწმუნებთ საზოგადოებას, რომ ხვალ და ზეგ, როდესაც აუცილებლად ჩატარდება პროპორციული არჩევნები, რაც ნიშნავს გარანტირებულ კოალიციურ, დემოკრატიულ მართვას, ვართ მზად კოალიციური, დემოკრატიული მმართველობისთვის? ამიტომ ყველა ძალა უნდა გაერთიანდეს, მაღალი ხარისხის კოორდინაცია უნდა იყოს მოყვანილი მოქმედებაში. ძალთა გაერთიანებით ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს არ დავუტოვებთ შანსს, რომ მომდევნო, დამატებითი თვეების განმავლობაში ყვლიფოს ეს ქვეყანა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42