გადაწყვეტილება მიღებულია - ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის. გადაწყვეტილება პოლიტბსაჭომ მიიღო, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამოაცხადა.
პარტიის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიმდინარეობს.
"ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ბრძოლა, ბრძოლა იმისათვის, რომ გავათავისუფლოთ მიტაცებული სახელმწიფო. ოპოზიციამ აჩვენა, რომ შეუძლია იყოს ერთიანი.ჩემთვისაც ეს განვლილი თვეების განმავლობაში არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რომელიც საწინდარი გახდება მომავალი საერთო გამარჯვებებისა.ბრძოლა არათუ გრძელდება, არამედ ნამდვილად გადადის დამაგვირგვინებელ, გადამწყვეტ ფაზაში. ჩვენ მივიღეთ მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.
გადაყწვეტილება, რომელიც არცერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან," - თქვა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






