ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი „გურიანიუსის“ სტატიას „ფეისბუქზე“ მეგობრებს უზიარებს და კითხვებს სვამს, რომელიც მასალას თანდართულ ფოტოზე გამოსახულ გურიის ახალ გუბერნატორს უკავშირდება.
ფოტოზე გურიის ახალი გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე სამსახურებრივ მანქანასთანაა გადაღებული:
"ეს მანქანა გურიის გუბერნატორისაა? და ბერიძეზე უკეთესი რატოა, მექოლგურე რომ არ ჰყავს? საერთოდაც, საინტერესო იქნება, კოლეგა ჟურნალისტებმა ეს ჩინოვნიკური მანქანები მოიკითხონ. დღეს ასეთმა ჩაბურულ მინიანმა შავმა "ავტობუსმა" ლამის გადამიარა.
დალოცვილებო, ექვსი შვილი გვყავს და სუბარუ ფორესტერში ვეტევით დედიან-მამიანად. ამხელა რა ალტერ ეგო გაქვთ, პრადოზე და კრუიზერ 200-ზე ნაკლებში რომ ვერ ეტევით? ნუ, ვთქვათ, იკადრეთ და ჩასხედით. კიდე, საგანგებო მაშუქებსაც აყენებთ და ზემოდანაც დამკივიხართ, რომ გზა დაგითმოთ? მინებს მაინც ნუ ჩაბურავთ, ბავშვებს დავანახებდი, რა ჯიშის ცხოველებთან აქვთ საქმე...“;
„მე რომ აქტიურ ჟურნალისტიკაში ვიყო, უბრალოდ, დავდგებოდი ოცნების ოფისთან და გადავიღებდი, რა მანქანებით მივიდოდნენ იმ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მმართველი პოლიტიკოსები, სადაც ბერიძის მანქანიადა უნდა გაირჩეს“, - წერს სხვადასხვა სატატუსზე დაჩი გრძელიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






