პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში "Estadio do Dragao"-ზე გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ 1:0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, მაისონ მაუნტის პასით კაი ჰავერცმა გაიტანა და „ჩელსის“ საოცნებო ტიტული მოუტანა.
მეორე ნახევარში, როცა „სიტის“ გოლის გატანა სჭირდებოდა, „ჩელსიმ“ თავი წარმატებით დაიცვა და მეტოქეს არც ისე ბევრი საგოლე მომენტის შექმნის საშუალება მისცა. ამასთან, ლონდონელებს უპირატესობის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
ამრიგად, შუა სეზონში მოსულმა თომას ტუხელმა „ჩელსისთვის“ ისტორიაში მეორე, თავის კარიერაში კი პირველი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
რაც შეეხება პეპ გვარდიოლას - ის თავს სამწვრთნელო კარიერაში პირველად დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. აქამდე, მას ორიდან ორი მოგება ჰქონდა.
UEFA Champions League photo
მასალის გამოყენების პირობები