გიორგი გახარიამ პარტიის პრეზენტაციის დროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გახარიამ ქართული ოცნება გააკრიტიკა და თქვა, რომ მისთვის მიუღებელია, როცა მმართველი პარტია საკუთარი წარმატების დასაფიქსირებლად, 10-15 წლის წინანდელ ვითარებას ადარებს. მანვე აღნიშნა, რომ მიუღებელია იმ ძალებთან ურთიერთობა, რომლებიც პოლიტიკაში რადიკალიზმით გამოირჩევიან.
„ჩვენი მთავარი მიზანია, ამ ქვეყანაში დავასრულოთ ნებისმიერი სახის რადიკალიზმი. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხრიდან მოდის რადიკალიზმი. ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არავისთან, სადაც რადიკალურ ტენდენციებს დავინახავთ. სადაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რადიკალური ადამიანები იქნებიან ჩართულნი.
ბევრი რამე გაკეთდა. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ „ქართული ოცნება“ იმასაც კი, სადაც მიღწევები ჰქონდა და ამაზე ყველა თანხმდება, თავისი წარმატების დასაფიქსირებლად 10–15 წლის წინანდელ რეალობას ადარებს. ეს ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის მთავარია, მიზნად საუკეთესო მაგალითები დავისახოთ, რათა ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს, ვიდრე დღევალდელია" - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






