ათი წლის წინ, ჩვენ გავხსენით ბათუმის იუსტიციის სახლი... იმის მერე ვეღარავინ ამჩნევს გაკეთებულს და ეს დროზე უნდა გამოვასწოროთ - სააკაშვილი
პოლიტიკა - 17:09, 29 May, 2021     1398

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პოსტს ავრცელებს, სადაც ბათუმში ათი წლის წინ გახსნილი იუსტიციის სახლის შესახებ და მას შემდეგ ხელისუფლების მიერ გაუკეთებელ საქმეებზე წერს:

"ათი წლის წინ, ჩვენ გავხსენით ბათუმის იუსტიციის სახლი. მე კარგად მახსოვს, ჩემი ბევრი მსჯელობა მიქელე დელუკისთან, ამ სახლის არქიტექტორთან იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ამ სახლის ფორმა და ბოლო, ეს დებატები შედგა რესტორან "უკრაინაჩკაში", რომელიც იყო იუსტიციის სახლის მეორე მხარეს და მერე, მე გადმოვაბრუნე ბორჯომის ბოთლი და ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა კარგი ფორმა ამ სახლის გასაკეთებლად, ნახევრად ხუმრობით და მერე, დელუკიმ მეორე დღეს, დამახვედრა უკვე დახაზული ნახაზი.

მთავარი მაინც არქიტექტურა არ არის აქ, მთავარი არის შინაარსი, შინაარსი არის ის, რომ სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს ხალხს, ხალხისთვის ყველაფერი უნდა იყოს გაადვილებული, რომ საჯარო მოხელეები არ უნდა შოულობდნენ ფულს, ხალხის ხარჯზე, დაწყებული პრეზიდენტიდან არ უნდა შოულობდეს და დამთავრებული ყველა თანამშრომლით, მაგალითად იგივე იუსტიციის სახლების, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა ამ თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ კარგი ხელფასი.

მთელი ცხოვრება მე ვიცხოვრე ამ წესებით, გავიდა 10 წელი და საქართველოს ვეღარ იცნობ იმდენად შეიცვალა, მაგრამ ბევრი რაღაც დარჩა შეუცვლელი, ბევრი რაღაც მაინც ჩავაბეტონეთ თავის დროზე მაინც და ამით ძალიან ვამაყობ.

მაინც დარჩა დანარჩენ მსოფლიოში აღფრთოვანება იმისი, რაც იმ წლებში გაკეთდა. სამწუხაროდ, ვერავინ ვეღარ ამჩნევს იმის მერე გაკეთებულს და ეს დროზე უნდა გამოვასწოროთ, საქართველო უნდა გახდეს, მსოფლიოსთვის მისაბაძი ქვეყანა ხელახლა" - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42