სახალხო დამცველმა სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ის მხრიდან ჭარბწონიანი პირების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა დააფიქსირა.
ომბუდსმენის განცხადებით, კომპანია წონის კორექციასთან დაკავშირებულ ხარჯებს სიმსუქნის დიაგნოზთან აიგივებდა, რის გამოც პაციენტებს არ ეძლეოდათ საშუალება, მათთვის საჭირო გამოკვლევები დაფინანსებულიყო:
"მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ სადაზღვევო კომპანია საგამონაკლისო შემთხვევას - "წონის კორექციასთან დაკავშირებულ ხარჯებს" აიგივებს სიმსუქნის დიაგნოზთან, რომლის წინაპირობასაც ჭარბწონიანობა წარმოადგენს. შედეგად, ჭარბწონიანობიდან გამომდინარე სიმსუქნის დიაგნოზის მქონე პაციენტები ვერ სარგებლობენ იმ გამოკვლევებისა და მანიპულაციების ანაზღაურების უფლებით, რომლებიც აღნიშნული პრობლემისა და შესაბამისი დიაგნოზის არარსებობის შემთხვევაში აუნაზღაურდებოდათ. სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ კომპანიის პრაქტიკა არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ჭარბწონიან პაციენტებს და უზღუდავს მათ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უფლებას", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






