38 წლის კაროლინ დარსიმ ათი წელი ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კუთხით მუშაობაში განვლო.
შემდეგ მან სამსახურებზე უარი თქვა იმისთვის, რომ სექსოლოგი და ორგაზმის საკითხში მწვრთნელი გამხდარიყო - შედეგად დიდი წარმატებაც მოიპოვა.
კაროლინმა ცვლილებებზე 2014 წელს დაიწყო ფიქრი, მაშინ როცა მას ახალი პარტნიორი ჰყავდა, 2015 წელს ურთიერთობის დასრულების შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ მკაფიო და სულ სხვანაირი სტარტი სჭირდებოდა.
კაროლინის თქმით, პარტნიორთან დაშორების შემდეგ გარკვეული დეპრესია მას ცხოვრების სწორად წარმართვაში ხელს უშლიდა, ამიტომ მეგობრის რჩევა გაითვალისწინა და სექს ქოუჩინგს მიმართა და შესწავლაც დაიწყო. მას შემდეგ ის სფეროს წარმატებულად ეუფლება და ბევრ ადამიანს ეხმარება.
კაროლინი მიიჩნევს, რომ ის სფერო, რომელსაც ემსახურება ადამიანების გაბედნიერებას უწყობს ხეს, რადგან სრულფასოვანი ცხოვრება წყვილებში მეტწილად სრულფასოვან სექსსა და ორგაზმზეა დამოკიდებული, ამას კი სწავლა სჭირდება.




მასალის გამოყენების პირობები






