ვახო სანაია: ჩვენ ტყუილები კი არა, სწორი ინფორმაცია უნდა ვთქვათ ევროკავშირზე
სოც.მედია - 17:31, 16 Dec, 2013     4070

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს, რომ „სისულელეების გავრცელების ხელშეწყობა არ შეიძლება“.

მისი თქმით, საქართველოს დასავლური კურსის ეჭვქვეშ დაყენება ავტომატურად ნიშნავს რუსეთის გავლენის ქვეშ მის დაბრუნებას: „უმარტივეს რაღაცას ვიტყვი. საქართველოს დასავლური კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნიშნავს ავტომატურად (!) რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას.

ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ კარგად ვიცით, რასაც ნიშნავს რუსეთის იმპერიაში ცხოვრება და ეს არავის გვინდა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელი გველოდება წინ. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ტყუილები კი არ ვუთხრათ, არამედ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას ევროკავშირზე. ვისაც უნდა, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლა შეაჩეროს, ბევრ ტყუილს იტყვის, ყველანაირ უბედურებას დასავლეთს დააბრალებს, მაგრამ ამ სისულელეების გავრცელების ხელშეწყობა როგორ შეიძლება?!

საქართველო ახლა კი არ ირჩევს საით წავიდეს - ცივილიზაციისკენ თუ სიბნელისკენ ? ეს არჩევანი დიდი ხნის წინ გაკეთდა.

ახლაც ჩვენი ხალხი ძალიან კარგად ხვდება, რომ ევროკავშირი ჯობია ევრაზიულ კავშირს. ანტიდასავლური განწყობების შექმნის მცდელობა არის სამარცხვინო ფაქტი.

ჩვენ თვითონვე ნუ შევუქმნით ჩვენს თავს და ჩვენს მომავალს საფრთხეს“, - წერს ვახო სანაია „ფეისბუქზე“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42