"ვახტან მეგრელიშვილის განცხადება საფრთხის შემცველია" - ომბუდსმენი დეპუტატის მიერ ბავშვთა ძალადობის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე პარლამენტის რეაგირებას ითხოვს
პოლიტიკა - 21:44, 28 May, 2021     2714
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართავს და პარლამენტარ ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ, "ფორმულას“ გადაცემის ანონსში, ბავშვთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადებების განხილვას ითხოვს "საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ საფუძველზე.

ამასთან , სახალხო დამცველი მაუწყებელს მოუწოდებს, აღნიშნული გადაცემის ეთერში განთავსებისას, ბავშვთა უფლებების და ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხები გაშუქდეს განსაკუთრებული სიფრთხილით.

ამის შესახებ ომბუდცმენი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

"28 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და მოითხოვა პარლამენტარ ვახტანგ მეგრელიშვილის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემის ანონსში ბავშვთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის შესახებ გაკეთებული განცხადებების განხილვა „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის“ საფუძველზე.

გადაცემის ანონსის თანახმად, პარლამენტის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი არასრულწლოვნებს განუმარტავს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი არასწორია, ზოგადად, ბავშვებს არ აქვთ უფლებები და კარგია, თუ ბავშვები არ იქნებიან ინფორმირებულნი კოდექსის შესახებ. გადაცემის მსვლელობისას ვახტანგ მეგრელიშვილი საუბრობს ბავშვთა მიმართ ძალადობაზეც და აღნიშნულს განიხილავს, როგორც თემის კულტურულ თავისებურებას, რომელშიც არ უნდა ხდებოდეს ჩარევა. პარლამენტარმა ასევე, გააჟღერა რომ ბავშვის ცემა არის მშობლის უფლება. აღნიშნულის მაგალითად ვახტანგ მეგრელიშვილი მოიყვანა ბავშვობისას ოჯახში ძალადობის საკუთარი გამოცდილება და ახდენდა ამ შემთხვევის ნორმალიზებას.

ხაზგასასმელია, რომ საქართველოს პარლამენტის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს ქვეყანის ტერიტორიაზე ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა. შესაბამისად, განსაკუთრებით საფრთხის შემცველი, შემაშფოთებელი და დასაგმობია მგავსი გამოსვლა საქართველოს პარლამენტის წევრისგან, რომელსაც საკუთარი მანდატის ფარგლებში აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში არაძალადობრივი და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნას.

ვახტანგ მეგრელიშვილის მოქმედებები ასევე, ეწინააღმდეგება „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით“ პარლამენტარისთვის დადგენილ ვალდებულებას, დაიცვას საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა, პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებასა და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, სამაუწყებლო კომპანია „ფორმულას“ მიერ აღნიშნული გადაცემის ეთერში განთავსებისას, ბავშვთა უფლებების და ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხები გაშუქდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, მგრძნობიარე მიდგომის გამოყენებით და საკითხის შესახებ დაბალანსებულად წარმოჩენილი პოზიციების საფუძველზე. ამასთან, აუცილებელია, მაუწყებელმა გადაცემის მიმდინარეობისას დაიცვას გადაცემის მონაწილე არასრულწლოვანთა უფლებები- , ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42