ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდიმ Euractiv-ის კონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირში გაფართოებაზე კონსესუსი არ არის, შესაბამისად, საქართველო ვერ მიიღებს 2024 წელს გაერთიანებაზე თანხობას:
"ყველა სახელმწიფოსა და ერს, უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ქართველებს აქვთ უფლება, რომ იმ ორგანიზაციის წევრობაზე გააკეთონ განაცხადი, რომელსაც სურთ, რომ მიეკუთნებოდნენ. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ინტერესტებოდეთ სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების აზრით, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ეს პოლიტიკური საკითხია, რაც ევროკავშირში ერთსულოვან მხარდაჭერას ევროკავშირში ნიშნავს. ეს გაფართოების ერთადერთი გზაა.
ვიქნები ძალიან ღია და გულახდილი და ვიტყვი, რომ ევროკავშირის გაფართოებაზე ევროკავშირში კონსენსუსი არ არის, ეს რეალობაა. ამიტომ არ მივაქცევდი დიდ ყურადღებას კითხვას, რომელიც წევრობას ეხება, რადგან ახლო მომავალში ეს რეალისტური არ იქნება. ამის ნაცვლად, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს სექტორულ რეფორმებს და აქ მიმართულებით მინდა მივულოცო საქართველოს, რადგან მგონია, რომ ახალი სტრატეგიების შემუშავება და ევროკავშირთან შეთანხმება, შესანიშნავნია...
ამიტომ, მგონია, რომ მნიშვნელოვანია ქართველების ამბიციები შევამციროთ, რადგან თქვენ ვერ მიიღებთ თანხმობას 2024 წელს. უმჯობესია მოლოდინების შემცირება და რეალობის ახსნა" - განაცხადა კალიურანდიმ.
მასალის გამოყენების პირობები






