ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გუმათში დაკავებული ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა პროცესი მიმდინარეობს.
დაკავებულებს გამოძიება პოლიციელებისთვის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
აქციის დაკავებული მონაწილეების ადვოკატები წარდგენილ მუხლებს არაკანონიერად თვლიან და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ:
"შევხვდით დაკავებულ პირებს, გავეცანით მასალებს და შემიიძლია ვთქვა, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები. დაკავებისას მათი უფლებები დაირღვა. რამდენიმე პირი ნაცემია პოლიციის მიერ, რომელზეც მათ შესაბამის უწყებებთან განაცხადი გააკეთეს, მიმდინარეობს აღნიშნულის მოკვლევა.
არა მარტო გადაამეტეს თავიანთ უფლებებს, არამედ გუმათის აქციაზე პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. თავს დამნაშავედ არ ცნობენ, მოვითხოვთ საქმის შეწყვეტას, მთელი პერიოდი გადამალული ჰყავდათ" - განაცხადა უფლებადამცველმა ზაალ გორგიძემ.
მასალის გამოყენების პირობები