თქვენ ჩვენი ნაწილი, ჩვენი ტკივილი და ჩვენი იმედიც ხართ, რადგან მრავალი ოჯახი თქვენით ირჩენს თავს - პატრიარქის მიმართვა ემიგრანტებს
პოლიტიკა - 14:07, 28 May, 2021     1142

საქართველოს კათალიკოს პატრიარქი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს, რომლის ტექსტსაც საპატრიარქო ავრცელებს:

"უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო, ჩვენო სულიერო შვილებო! გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ დიასპორის დღეს. რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ იგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შემდეგ აღინიშნება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის თქვენს მნიშვნელობაზე მეტყველებს.

ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ თითოეული თქვენგანი სამშობლოსათვის მეტად ძვირფასია. თქვენ ჩვენი ნაწილი, ჩვენი ტკივილი და ჩვენი იმედიც ხართ, რადგან მრავალი ოჯახი თქვენით ირჩენს თავს და ამასთან, ჩვენი ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი განათლებას უცხოეთში იღებს.

მოგეხსენებათ, ნებისმიერი დიასპორა სამშობლოს სახეს წარმოადგენს და ამიტომაც დიასპორის თითოეულ წევრს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ იმყოფებით, თქვენზეა დამოკიდებული საქართველოსა და ზოგადად, ქართველებზე განწყობის შექმნა და შეხედულების ჩამოყალიბება.

ამ დატვირთვას ბევრი თქვენგანი შეიძლება ვერც აცნობიერებდეს, მაგრამ ეს რეალობაა და იგი არასდროს არ უნდა დაივიწყოთ. ეცადეთ, ასახელოთ სამშობლო, ჩვენი წინაპრები, თქვენი ახლობლები და ოჯახი; ეცადეთ, საქართველოს სიყვარული ჩაუნერგოთ თქვენს შვილებს.

სამშობლო მარტო გეოგრაფიული ადგილი არ არის; სამშობლო შენი ენაა, შენი კულტურაა, შენი ისტორიაა, შენი წინაპრების განცდებითა და ლოცვით გაჯერებული ჰაერია, მათი სისხლითა და ოფლით მორწყული მიწა-წყალია, მათი საფლავებია... სამშობლო, ღმერთისგან ბოძებული ერთადერთი სახლია, რომლის გარეშეც ამქვეყნად ყოველთვის ვიქნებით მიუსაფარნი, როგორი უზრუნველი ცხოვრებაც არ უნდა გვქონდეს სხვაგან.

ამ გრძნობებისა და განწყობების განმტკიცების სურვილმა განაპირობა, რომ წლების წინ საზღვარგარეთ გაიხსნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობები, - ეპარქიები. იქ მყოფ სასულიერო პირთა დიდი ნაწილი მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ უცხოეთში დაბადებულ ჩვენს მომავალ თაობას მშობლიური გარემო შეუქმნან: ასწავლონ ქართული ენა და მწერლობა, ისტორია, ქართული ცეკვა და სიმღერა, ტრადიციები... ხოლო მრევლი ღვთის სადიდებლად გააერთიანონ და ერთმანეთს დააკავშირონ", - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42