დღეს საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეები სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეჯერდნენ, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.
"მიშელის დოკუმენტის მიხედვით რეფორმა უნდა განხორციელდეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, დასჭირდება რა თქმა უნდა შესაბამისი პროცესი. გაგრძელდება მუშაობა და საბოლოო ჯამში ჩვენ ერთად უნდა შევიმუშავოთ წინადადებები. კანონმდებლობის საკითხში, შეიძლება ითქვა, რომ ყველაფერი არის სათანადოდ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ კანონმდებლობაზე არ გაგრძელდება მსჯელობა", - განაცხადა "ქართული ოცნბის" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
"პარლამენტის წევრებით დაკომპლექტდება სამუშაო ჯგუფი, შევთანხმდით რომ იქნება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაც შესაძლებელი. იცით, რომ საკითხები არის განსაზღვრული მიშელის დოკუმენტში. საუბარია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობაზე. სასამართლო სისტემა უნდა იყოს მაქსიმალურად დაცლილი პოლიტიკისგან და არავინ არ უნდა მისცეს თავის თავს უფლება რომ ჩაერიოს სასამართლო სისტემაში'", - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეომ ანრი ოხანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






