პრემიერი ღარიბაშვილი ოცნების გუნდის ის წევრია, რომელსაც ყველაზე მეტი მადლობა აქვს ნათქვამი ოლიგარქ ივანიშვილისთვის და რომელიც ყველაზე მეტად გამოირჩევა მის მიმართ საქებარი წინადადებებით.
ამჯერად მან ემიგრანტებისთვის მიძღვნილ ფორუმზე ისაუბრა ივანიშვილის ღვაწლის შესახებ და გნაცხადა, რომ ოლიგარქიც ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო დიასპორის, რომელმაც ქვეყნის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა:
"მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი და დამსახურება, რომელიც ასევე იყო დიასპორის წარმომადგენელი, ასევე იყო ემიგრაციაში მრავალი წლის განმავლობაში და შემდეგ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ იგი დაბრუნდა სულ რაღაც 20 წლის წინ საქართველოში და უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
ეს კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ძალიან დიდი გულისხმიერებითა და ძალიან დიდი გულწრფელობით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






