იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სერგო მეთოფიშვილის მიერ გავრცელებულ შეურაცხმყოფელ პოსტს პასუხობს და აღნიშნავს, რომ როდესაც ნეპოტიზმზე საუბრობს, კლანი მის დისკრედიტაციას ცდილობს. ჯანეზაშვილის შეფასებით, მოსამართლეები ამ ფორმით არ უნდა გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებას:
"ე.წ. კლანის მთავარი სახეები ცდილობენ, რომ მოახდინონ ჩემი დისკრედიტაცია. არ ვიცი რა მიზანს უნდათ მიაღწიონ სხვას... ვხედავ მეთოფიშვილის განცხადებას, ვხედავ გვრიტიშვილის განცხადებებს და საკმაოდ შეურაცხმყოფელს, რაც ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. და მემგონი, მოსამართლეები ასე არ უნდა გამოხატავდნენ თავის მოსაზრებას. მე როდესაც ვსაუბრობ ნეპოტიზმზე სასამართლოში, სერგო მეთოფიშვილის შვილიც ვახსენე, რომელიც სააპელაციო სასამართლოში მუშაობს და ვახსენებ უამრავ ადამიანს. და ამას უპირისპირდებიან აი ამ ფორმით რომ მოახდინონ დისკრედიტაცია", - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






