კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გელათის ტაძარში ფრესკების განადგურების პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ფრესკისა და კედლის მხატვრობის აღდგენის სპეციალისტებთან კონსესუსს მიაღწია. რაც შეეხება არასწორი რესტავრაციის შედეგად დამდგარ სავალალო შედეგს, წულუკიანი აღნიშნავს, რომ მისი ფუნქცია არაა პასუხიხმგებელი პირის ძიება, ამას პროკურატურა იძიებს:
"ჩემი ფუნქცია არაა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით 2008 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, რა ღონისძიებებიც განხორციელდა, რომლებიც სრულად იყო წარუმატებელი ვეძიო პასუხისმგებელი პირი, ამისთვის არსებობს პროკურატურა და ისინი აწარმოებენ გამოძიებას, და როგორც ჩემთვის ცნობილია, საკმაოდ მასშტაბურს.
მივაღწიეთ კონსენსუსს ფრესკის და კედლის მხატვრობის აღდგენის და კონსერვაციის სპეციალისტებთან. თავად მათ სხდომაზე გვითხრეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზიანი იქნება შეუქცევადი", - აცხადებს წულუკიანი,
მასალის გამოყენების პირობები






