მიშელის დოკუმენტში ჩადებული ამნისტიის ჩანაწერი მიზნად ისახავდა მელიას მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტას - სამადაშვილი
პოლიტიკა - 17:02, 27 May, 2021     1055

ოპოზიციის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 20 ივნისის ამნისტიის შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს მიმართა და შეახსენა, რომ მიშელის დოკუმენტში ჩადებული ამნისტიის ჩანაწერი ნიკა მელიას მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ისახავდა მიზნად:

"ბატონო ანრი, ამ ტრიბუნიდან ჩვენ ძალიან ხშირად მოგვისმენია საუბარი იმაზე, როგორ იცავდა სახელმწიფო საკუთარ ინტერესებს სახელმწიფოს ძალადობის გასამართლებლად. მათ შორის, სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. დღესაცა არ იყო გამონაკლისი, სამწუხაროდ. მინდა პირველ რიგში თქვენ შეგახსენოთ, მათ შორის, აქ, ამ დარბაზში, რომ ამნისტიის ჩანაწერი, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაიდო, მედიატორების შეთავაზებით, ჩაიდო იქ სადაც არის სუბარი პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ მართლმსაჯულებაზე. ამ ამნისტიის იდეის ერთადერთი დანიშნულება იყო, სწორედ ის, რომ შეწყდეს სამართლებრივი დევნა კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ და ამ ლიდერს ჰქვია ნიკა მელია. ახლა თქვენ აქ რამდენიც არ უნდა გვესაუბროთ შტურმზე, ნიკა მელიას სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ამნისტია მედიატორებმა შემოგვთავაზეს იმისთვის, რომ შეწყდეს სამართლებრივი დევნა ნიკა მელიას წინააღმდეგ. ამიტომ, მსურს ზუსტად და საჯაროდ განგვიმარტოთ, დღეს ნიკა მელიას საჯარო პოზიციის პირობებში, რას ნიშნავს თქვენს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი, კონკრეტულად, მის საქმესთან დაკავშირებით? შეეხება თუ არა ეს ამნისტიის კანონპროექტი ნიკა მელიას?" - აღნიშნა სამადაშვილმა







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42