საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ფორმულას" დირექტორი ზუკა გუმბარიძე დაიკითხება.
პროცესის დაწყებამდე ნიკა გვარამიამ მედიასთან გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლო პროცესების მთელი სერია მიმდინარეობს, არაფრის იმედი აქვს:
"იმედი მაქვს ზუკას თავს არაფერი გადახდება, თუმცა რატომ მაქვს არ ვიცი, ამ ქვეყანაში რისი იმედი შეიძლება გქონდეს. რაც შეეხება იმას, რა მოხდება, რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდება?! ხომ მაინც ისე დამთავრდება როგორც ვიცით ყველამ არა? როგორც მთავრდება ხოლმე ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები...ასე ნებისმიერ ადამიანზე რაღაცის შეთხზვა შეიძლება. შეთხზვას ხომ ფარგლები არ აქვს?! ამიტომ, როდესაც მეკითხებიან რა მოხდება? რა პროგნოზი მაქვს? არ მაქვს არანაირი პროგნოზი, იმიტომ, რომ უსამართლობაა კანონის გარეშე მოქმედება. კანონზომიერებებს არ ემორჩილება. ნორმალური სასამართლო რომ იყოს პროგნოზიც მექნებოდა, პროგნოზი კი არა საერთოს არ იქნებოდა ეს პროცესი", - ამბობს ნიკა გვარამია.
მასალის გამოყენების პირობები






