მთავარმა არხმა ექსკლუზიურად გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, როგორ ხვდება ძალადობრივი დაჯგუფების პრორუსი ლიდერი ლევან ვასაძე კრემლის იდეოლოგ ალექსანდრ დუგინს.
ოპოზიციის შეფასებით, ვასაძის ქმედებები რუსული ინტერესების გამტარებელია და მოღალატეობრივი პოზიციის გამო მას საშუალება არ უნდა მიეცეს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს:
"საფრთხე ის არის რომ ლევან ვასაძეს ჰყოფნის თავხედობა და უტიფრობა, რომ ღიად დეკლარირებული განცხადებების შემდეგ საქართველოში წარმოჩინდეს, როგორც ახალი პოლიტიკური პლატფორმის დამაარსებელი ის, რა თქმა უნდა, იქნება რუსული ინტერესების გამტარებელი. თუ აპირებს ვასაძე, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა ღიად მოღალატეობრივი პოზიციის გამო არ უნდა დარეგისტრირდეს, როგორც პოლიტიკური პარტია და არ უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა", - განაცხადა ენმ-ს წევრმა ხატია დეკანოიძემ.
"ოცნებას" ძალიან აწყობს, როდესაც არსებობს სხვა პარტია, რომელიც იკავებს ღიად პრორუსლ ნიშას, რომელიც დადის მოსკოვში და ხვდება იქ პოლიტიკოსებსა თუ იდეოლოგებს. უკვე შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით "პატრიოტთა ალიანსი" არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია და არ გამოვრიცხავ იმას, რომ ბატონი ვასაძე არის სწორედ "პატრიოტთა ალიანსის" ჩამნაცვლებელი "ქართული ოცნებისთვის", როგორც სატელიტური პროექტი", - აღნიშნა დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






