თერჯოლაში არასრულწლოვანის სუიციდის ფაქტზე ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გარდაცვლილის მამას შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის 4 წელი მიუსაჯა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება მამაკაცს ოჯახის წევრის მიმართ სისტემატიურ შეურაცხყოფას, დამცირებასა და ფსიქოლოგიური ძალადობასაც ედავებოდა, თუმცა, სასამართლომ ამ ნაწილში ბრალდებული გაამართლა:
,,სამართალდამცველებმა ფ.ა. 2020 წლის 24 აგვიტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11',1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (პირის არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ), 11',115-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემატურ შეურაცხყოფაში ბრალდებული ფ.ა. დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში გაამართლა, რაც ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები