მთავარმა არხმა ექსკლუზიურად გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, როგორ ხვდება ძალადობრივი დაჯგუფების პრორუსი ლიდერი ლევან ვასაძე კრემლის იდეოლოგ ალექსანდრ დუგინს.
საზოგადებამ კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო ლევან ვასაძის კრემლთან კავშირის განხილვა, ასევე, გამყარდა ფაქტი, რომ რუსეთი ქართულ პოლიტიკაში კიდევ უფრო აქტიურად აპირებს ჩარევას.
ამ საკითხს ოცნების დეპუტატი დავით კაჭარავა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ იცის, ვინაა დუგინი, თუმცა ვასაძე გამოცდილი და წარმატებული ბიზნესმენი და მან ბევრი რამ იცის. კაჭარავას თქმით, ის პატივს სცემს ვასაძეს, ხოლო მისი პოლიტიკური შეხედულებები ჯერ არ იცის:
"რუსეთის ჩარევა ქართულ პოლიტიკაში? რას გულისხმობთ ჩარევაში? შესაძლებელი ყველაფერია, მაგრამ თვითონ ბატონ ლევანს, რომ ჰკითხოთ რა სახის შეხვედრა იყო და რას მოიცავდა კითხვებს პასუცი გაეცემა მე მგონი. არ მინახავს მათი შეხვედრა, არც გამიგია... საერთოდ არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი, მაგრამ ვასაძეს ბევრი კონტაქტი აქვს რუსეთში, ის მოღვაწეობდა იქ და მას უნდა ჰკითხოთ რა სახის შეხვედრა იყო და რაზე ისაუბრეს. ლევანი არის გამოცდილი ადამიანი, წარმატებული ბიზნესმენი ცხოვრებაში ბევრი რამ გაუვლია, მას პირადადაც ვიცნობ და ჩვენ არ გვისაუბრია მის პოლიტიკურ შეხედულებებზე. როგორც ადამიანს პატივს ვცემ და ვაფასებ, დანარჩენიმისი პოლიტიკური შეხედულებები არ ვიცი", - განაცხადა კაჭარავამ.
მასალის გამოყენების პირობები






