281-მა მოსამართლემ მომანიჭა მანდატი, კლანზე, მგონი, ცოტა უხერხულია საუბარი, - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეული მოსამართლე წევრი, ბადრი შონია.
მისივე თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში უკეთესი მართლმსაჯულება გვქონდეს.
"ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. როგორც იცით 281-მა მოსამართლე წევრმა მომცა ხმა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკეთესი მართლმსაჯულება გვქონდეს ქვეყანაში, ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ. სხდომა იყო ღია, ერთ-ერთმა მოსამართლემ დამასახელა და ხმა მომცა 281-მა მოსამართლემ“, - აღნიშნავს ბადრი შონია.
კითხვაზე, არის თუ არა ის "კლანის“ მხარდაჭერილი წევრი, ბადრი შონია პასუხობს:
"მგონი, დღეს ურიგოა კლანზე საუბარი, როგორც გითხარით, 281-მა მოსამართლემ მომანიჭა მანდატი, კლანზე, მგონი, ცოტა უხერხულია საუბარი“.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ მოსამართლე წევრად თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია და გოჩა აბუსერიძე აირჩიეს. მათ კანდიდატურას მოსამართლეთა რიგგარეშე XXIX კონფერენციაზე მხარი მოსამართლეთა კორპუსის უმრავლესობამ დაუჭირა.
ხმათა რაოდენობა ასე გადანაწილდა: აბუსერიძე გოჩა - 274 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 283 ხმა, ბადრი შონია - 281 ხმა, თემურ გოგოხია - 278 ხმა.
მასალის გამოყენების პირობები






