"ქართული ოცნება" ჩემგან ამნისტიაზე თანხმობას ვერ ეღირსება - ნიკა მელია
პოლიტიკა - 19:12, 26 May, 2021     1385

"კობახიძეს აქედან ვეუბნები, ნუ ნერვიულობს, მშვიდად იყოს, ხელი არ აუკანკალდეს და მიიღოს ის გადაწყვეტილება რაც მას სურს" , - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, "ქართული ოცნების" ლიდერს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ "მელიას ამნისტია არ უნდა და ოპოზიცია აძალებს, რომ მასზე გავრცელდეს".

ნიკა მელიას თქმით, "ქართული ოცნება" მისგან ვერ ეღირსება, ამნისტიაზე თანხმობას.

"ვერ ეღირსება "ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილი, ჩემგან იმ განცხადების მოსმენას, ან იმ განცხადების წერილობით წაკითხვას, სადაც წერია, რომ ნიკა მელია თანხმობას აცხადებს ამნისტიაზე ან რასაც ამ რედაქციით ესენი ახმოვანებენ, რომ თითქოს არ უნდა უარვყო... გამორიცხულია.

ოპოზიციური პარტიები, ჩემი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეთანხმების თანახმად მოხდეს მისი აღსრულება.

კობახიძეს აქედან ვეუბნები, ნუ ნერვიულობს, მშვიდად იყოს, ხელი არ აუკანკალდეს და მიიღოს ის გადაწყვეტილება რაც მას სურს.

ხო აპირებს ისეთი ჩანაწერის გაკეთებას ამნისტიის კანონპროექტში, სადაც ჩემი თანხმობა იქნება მნიშვნელოვანი, ჩემი პასუხი ხო იცის, თუ არის პრინციპული ღირებულებების მატარებელი, აბა მიდი რას გააკეთებს, ძალიან კარგად ვაკვირდები", - ამბობს მელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42