აქცია თბილისში - სამოქალაქო აქტივისტებმა კონსტიტუციის მუხლები, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ხშირად ირღვევა, ამობეჭდეს და დედაქალაქში საპროტესტო აქცია მოაწყეს.
ახალგაზრდები აცხადებენ, რომ მსვლელობით ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას ყველაზე ხშირად თავად არღვევენ.
"ეს კონსტიტუცია ამ მუხლებით,რომელიც ხელში გვიჭირავს იყო იმის ნიშანი, რომ საქართველო იყო დემოკრატიული სახელმწიფო და დღეს სამწუხაროდ ეს მუხლები არ არის იმპლემენტირებული",- თქვა აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა.
მათივე თქმით, კონსტიტუციის შექმნიდან 100 წლის შემდეგ ქვეყნის უზენაესი კანონის ძირითადი მუხლები ისევ ირღვევა.
"დღეს არის 2021 წელი, 100 წელი გავიდა პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციიდან და ავარჩიეთ 21 მუხლი 2021 წლის კონსტიტუციიდან. ეს არის ფაქტობრივად პოლიტიკური პროტესტი. როდესაც გამოდიხარ ქუჩაში არცერთი მუხლი 100 წლის შემდეგ არ არის დაცული", - თქვა ირაკლი ხვადაგიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






