გეოლოგებმა ჰავაიზე, მაუნა-ლოას ვულკანზე თანამგზავრული რადიო-დაკვირვების საფუძველზე დაადგინეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მაგმა ნელ ნელა ქვედა ფენებიდან ზემოთ ამოდის. მეცნიერების აზრით, მაგმის მოძრაობა შესაძლოა ვულკანის ახალი ამოფრქვევის მაუწყებელი იყოს.
დაკვირვების თანახმად, ლავა ვულკანის აღმოსავლეთ ფლანგში მოძრაობს, ხოლო მის მარჯვენა მხარეს ეს არ შეინიშნება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ იქ, სადაც ლავა არ მოძრაობს, იქ დიდი ენერგიაა აკუმულირებული, რამაც შეიძლება მიწისძვრა გამოიწვიოს.
მაუნა-ლოა მსოფლიოში ყველაზე დიდი მოცულობის ვულკანია (75 000 კმ³). მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 4169 მეტრია. ვულკანის ამოფრქვევა უკანასკნელად 1984 წელს მოხდა, ხოლო ყველაზე მძლავრი, 1950 წლის ამოფრქვევის დროს, ლავამ სულ რაღაც 3 საათში მიაღწია დასახლებულ პუნქტებამდე, რაც სამომავლოდ საფრთხეს წარმოადგენს, რადგანაც მისი მოულოდნელი ამოფრქვევის შემთხვევაში, ადამიანების ევაკუაციისათვის საჭირო დრო არ იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






