ურკაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და იმედი გამოთვქა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის პარტნიორობა და ურთიერთთანამშრომლობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იქნება მიმართული:
"უკრაინის მინისტრთა კაბინეტის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ აქტიური თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში კვლავაც იქნება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენი სახელმწიფოების წარმატებული წინ წაწევის ეფექტური ინსტრუმენტი.
საქართველოს და უკრაინას აქვთ მნიშვნელოვანი პოტენციალი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისათვის, რასაც ხელს შეუწყობს, კერძოდ, საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ეფექტური საქმიანობა", - წერია მილოცვაში.
მასალის გამოყენების პირობები






