ზურაბიშვილი ჯარისკაცებს: გისურვებთ, მუდამ წინ გიძღოდეთ გენერალ კვინიტაძის მაგალითი
პოლიტიკა - 13:54, 26 May, 2021     1130

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას ჯარისკაცებს მიმართა:


"2021 წლის 26 მაისს ვზეიმობთ 30 წლის წინ აღდგენილ საქართველოს დამოუკიდებლობას, 70- წლიანი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებას. სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში ქართული ჯარის მთავარსარდალი, რომელიც რუსული მე-11 არმიის თავდასხმისა და ოკუპაციის შედეგად იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ბრუნდება სრული სამხედრო პატივით და ღირსებით. ბრუნდება დამოუკიდებელ სახელმწიფოში. საზეიმო დღეა, რამეთუ 100 წლის შემდეგ, ქართული ჯარის დამფუძნებელი კადეტთა სკოლის დამაარსებელი და დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი პანთეონში ქვეყნის გამოჩენილი და დამსახურებული შვილების გვერდით, კუთვნილ ადგილს იკავებს. ამდენად, სახელმწიფო პატივს მიაგებს გენერალ კვინიტაძის ცხოვრებისეულ უკომპრომისო ბრძოლას და სამხედრო თავდადებას.


ეს დღე ასევე, ეძღვნება დამოუკიდებლობისთვის ქართული ჯარის დაუღალავ და საუკუნოვან ბრძოლას, ყველა ჩვენს ეროვნულ გმირს, მათ შორის, მათაც, ვისაც საფლავი არ ეღირსა, მაგრამ ჩვენს მეხსიერებაში სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა. მინდა ეს დღე და ესოდენ დიდი ეროვნული მნიშვნელოობის მოვლენა მოგილოცოთ თქვენ. საქართველოს ჯარისკაცებო, თქვენ, ვინც დღეს ფიცს დებთ, რომ ერთგულად და შეუდრეკელად ემსახუროთ სმშობლოს. მინდა გისურვოთ, რომ მუდამ წინ გიძღოდეთ გენერალ კვინიტაძის მაგალითი. უნდა გვახსოვდეს გენერალი კვინიტაძის სიტყვები და რა თვისებებს ითხოვდა ის ქვეყნის სამსახურში მყოფი ჯარისა და ჯარისკაცებისგან, სწორედ ასეთი თვისებები გამოავლინეს ჩვენმა ჯარისკაცებმა დამოუკიდებლობის მძიმე 30 წლის განმავლობაში, ყველა ბრძოლაში, ომში თუ სამშვიდობო მისიაში. ძალიან ხშირად უსამართლო და უთანასწორო ბრძოლებში ჩვენმა ჯარისკაცებმა თავი გამოიჩინეს და ყველგან ასახელეს ქვეყანა. საერთაშორისო მისია ავღანეთში მალე დასრულდება. მინდა სახელმწიფოს სახელით ყველა იქ მებრძოლს ღირსეული მსახურებისთვის მადლობა გამოვუცხადო და პატივი მივაგო ჩვენს ვაჟკაცებს.


26 მაისია და გენერალი გიორგი კვინიტაძე თავის საოცნებო ქვეყანაში დაბრუნდა, იგი ბრუნდება თავისუფალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისი კულტურითა და იდენტობით ამაყ, ევროპასთან დაახლოებულ და მის ფასეულობებთან შერწყმულ საქართველოში. ეს თავისთავად გამარჯვებაა 70-წლიან ოკუპაციასა და საბჭოთა დაპყრობის ტრაგედიაზე..." - განაცხადა პრეზიდენტმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42