,,ისევ გულდასაწყვეტი მაგრამ...“ - რეზო ჩხეიძე ხელისუფლებას მიმართავს
საზოგადოება - 15:09, 16 Dec, 2013     3777

,,მის აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტს

ბატონ გიორგი მარგველაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს

საქართველოს პარლამენტის წევრებს

ამ წერილს უხუცესთა საბჭოს სახელით გწერთ. იგი სამი რამით არის ნაკარნახევი: პირველი - ქართული ტრადიციით; მეორე - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის თითქმის ყველა, განსაკუთრებით კი, ბოლო წლების ეპისტოლეების განწყობით და მესამე - იმით, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ საკითხების გადაწყვეტას დიდი ხანია ელოდება და თვლის, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელია იმ პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის მიერ, რომელთაც ხალხის ასეთი მხარდაჭერა მიიღეს.

ამ დიდი შემოძახილის გაკეთებას ბატონ ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად ვაპირებდი, ვწუხვარ, რომ ხვალ მისი დაკრძალვაა. ნათელი დაადგეს მის ხსოვნას. ამ დიდი კაცის სახელთან უამრავი კეთილი საქმეა დაკავშირებული და ესეც მისი სახელით მინდა გაკეთდეს.

საქართველოში ისტორიულადაც და ტრადიციულადაც იყო ქალის კულტი. ბავშვი, მოზარდი იყო და რჩება უპირველეს სალოცავ ხატად. მოხუცისადმი პატივისცემა ჩვენი დიდი კულტურის ნაწილია.

უფალს ვთხოვ, არასდროს შეირყეს ეს ტრადიცია. დღეს სწორედ ამის დამადასტურებელი ნაბიჯია გადასადგმელი ისე, როგორც გვეკადრება. როგორც ეს მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში დიდი ხანია ასეა და ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლებამაც კი განსაკუთრებული ხაზგასმით დაადასტურა ეს.

ახალს არაფერს ვამბობ: სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, მსოფლიოში რითაც ვიყავით გამორჩეული უკანასკნელ ათწლეულში, ეს სწორედ პატიმართა რაოდენობა იყო. პირველი ვიყავით. ეს „ნაციონალური“ ხელისუფლების ხელწერაა. „ქართული ოცნების“ გაბედულმა ნაბიჯებმა დიდი გარღვევა გააკეთა, მაგრამ... ისევ გულდასაწყვეტი მაგრამ..

იმ პირთა შორის, რომელთაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა, ჯერ კიდევ უამრავი ქალბატონი, ბავშვი და ასაკოვანი ადამიანია. ჩემი პოზიცია, გნებავთ, ჩემი ხვეწნა-მუდარაა თქვენდამი, საეთოდ ხელისუფლებისადმი, რომ 16 წლამდე ასაკის მოზარდი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი, 65 წელს გადაცილებული ქალი, საერთოდ ქალბატონი, რომელთაც არ ჩაუდენიათ ქვეყნისთვის საშიში, ან ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი დანაშული, განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისაგან.

ქვეყნის მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, მე რომ ვიღებდე გადაწყვეტილებას, ამნისტიის დროს მოზარდთა ასაკს გავზრდიდი 18 წლამდე. ქალისას შევამცირებდი 60 წლამდე, ხოლო მამაკაცისას - 65 წლამდე და დიდი სიამოვნებით დავამატებდი წინა ხელისუფლების მიერ ყველა რეპრესირებულს, განსაკუთრებით კი იმ მეწარმეებს, რომელთაც ქონებაც წაართვეს და პატიმრობაც შეუფარდეს.

ბატონებო,

სათქმელი გითხარით პირდაპირ და გულახდილად. ვწუხვარ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა მაიძულებს ასეთი წერილით მომართვას. მაგრამ მეამაყება, რომ გწერთ იმას, რაც გამოხატავს მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილს, ქვეყნის ნამდვილ მეგობართა მოლოდინს და გამოხატავს იმას, რაც განსაკუთრებულად სჭირდება დღეს ჩვენს საზოგადოებას და მომავლის საქართველოს. მეამაყება ის, რომ ვასრულებ უამრავი სახელმწიფო კაცის დავალებას ამ რამდენიმე დღის წინ რომ მომცეს „თავისუფლების სახლში“ ჩემი პატივგების დღეს.

ბატონებო,

გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას, წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და დიდი ადამიანური სურვილი მაქვს, დამდეგ ახალ წლამდე ვიხილო პარლამენტის გადაწყვეტილება ამ კეთილშობილურ საკითხთან დაკავშირებით.

ასეთივე მიმართვა ვაახლე საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს.

უხუცესთა საბჭოს სახელით

კონორეჟისორი, მშვიდობის ელჩი

რეზო ჩხეიძე“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42