"არგუმენტების ისეთ დეფიციტს განიცდიან, იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტით ჭიქაში ქარიშხალის მოწყობა გადაწყვიტეს" - ანდრია გვიდიანი
პოლიტიკა - 11:13, 26 May, 2021     1096

ანდრია გვიდიანი "ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს წერილს ეხმაურება.

ეკონომისტი აცხადებს, რომ ის, თითქოს, იუსტიციის სამინისტრო პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება, არის მორიგი ტყუილი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

"იუსტიციის სამინისტროს წერილი ჩაუგდიათ ხელში და დაიწყეს ამ დოკუმენტის ფრიალი. "იუსტიციის სამინისტრომ "ნამახვანჰესის" პროექტი დაიწუნაო". გამიკვირდა ეს ფრაზა და კარგად გავეცანი სამინისტროს შენიშვნებს. მერე ავიღე საბოლოო სახით გაფორმებული ხელშეკრულება და შენიშვნის ყველა პუნქტი მოვძებნე. უბრალოდ მაინტერესებდა რაზე ლაპარაკობდნენ.

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც ისეთივე ამბავი დამხვდა, როგორც მათ სჩვევიათ ხოლმე. არგუმენტების ისეთ დეფიციტს განიცდიან, იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტით ჭიქაში ქარიშხალის მოწყობა გადაწყვიტეს - ეს არის და ეს. ამ დოკუმენტის ფრიალი და იმის ლაპარაკი, რომ თითქოს, იუსტიციის სამინისტრო პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება, არის მორიგი ტყუილი. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კლასიკური მაგალითი და მცდელობა, რომ ბუზი სპილოდ წარმოაჩინონ.

ახლა რა ხდება სინამდვილეში

I - ზოგადად, იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფოს სახელით გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების რევიზია, სტანდარტული პროცედურაა. ანუ, ეკონომიკის სამინისტრო მიმართავს თავის კოლეგა უწყებას, სამართლებრივი აქტის გაფორმებას ვაპირებ და შენი პროფესიული შენიშვნები წარმომიდგინეო - შინაარსში ჩაიხედე და მითხარი კარგ პროექტს ვაკეთებ თუ ცუდსო - მაგას არ გეკითხებიო;

II - იუსტიციის სამინისტროს საქმე არ არის პროექტის შეფასება, მისი საქმეა სახელმწიფოს სახელით სამართლებრივი აქტების იურიდიულად გამართული სახით უზრუნველყოფა. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ ხელშეკრულების შესახებ წარმოადგინა მხოლოდ სამართლებრივი შენიშვნები. ანუ, "იუსტიციის სამინისტრო პროექტს იწუნებს" - ტყუილია!;

III - სამინისტროს მიერ შენიშვნები წარმოდგენილია 2019 წლის 30 მარტს, ხელშეკრულება გაფორმებულია 2019 წლის 25 აპრილს. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ტექნიკურ-სამართლებრივი შენიშვნების უმეტესობა საბოლოო ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია. უფრო მეტიც, თავად იუსტიციის სამინისტრო ხელშეკრულების საბოლოო სახით გაფორმებას დაეთანხმა, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულების საბოლოო რედაქცია მოიწონა. ანუ, "იუსტიციის სამინისტრომ ხელშეკრულების გაფორმებას მხარი არ დაუჭირა" - ტყუილია!;

IV - ახლა რაც შეეხება უშუალოდ სამინისტროს მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს. ყველა შენიშვნის შესაბამისი პუნქტი მოვძებნე ხელშეკრულებაში. არცერთ პუნქტში არ არის საუბარი პროექტის შინაარსზე, მხოლოდ გამახვილებულია ყურადღება ხელშეკრულების იურიდიულ ლაფსუსებზე.

მაგალითად:

- სახელმწიფო კომპანია "ენერგოტრანსი" ვერ იქნება სახელმწიფოს სახელით მოპასუხე და ამოიღეთ;

- ხე-ტყის დასაწყობებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანოების ჩართულობის მიზანშეწონილობის საკითხი გადასახედია;

- ხელშეკრულებაში წერია, რომ დოკუმენტი წარმოადგენს კერძო სამართლებრივ აქტს და სამინისტრო აღნიშნავს, რომ ეს სამართლებრივად არასწორია;

და ა.შ. ყველა პუნქტზე შენიშვნა წარმოდგენილია მსგავსი ტიპის საკითხებზე.

P.S. - ასე რომ, საბედნიეროდ, ამჯერადაც ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

#მეტისინათლე

#მეტიჰესი

#მეტიგანვითარება

#ენერგოუსაფრთხოება

#ენერგოდამოუკიდებლობა" - წერს ანდრია გვიდიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42