"ეს არის როტაცია კლანისადმი ლოიალურად განწყობილ პირებს შორის" - "საია" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევნებზე
პოლიტიკა - 17:43, 25 May, 2021     1132

"ეს არის როტაცია კლანისადმი ლოიალურად განწყობილ პირებს შორის, სადაც საბჭოს მოქმედ მოსამართლე წევრებს, გავლენიანი ჯგუფის კონტროლს დაქვემდებარებული სხვა მოსამართლეები ჩაანაცვლებენ", - ასე აფასებს "საია" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევნებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დღეს მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი გამოწვევა კლანური მმართველობა და ხელისუფლებასთან მისი ალიანსია.

ორგანიზაციის განცახდებით, მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტები აქვს.

"2021 წლის 26 მაისს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის სხდომა დაინიშნა, რომელზეც საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევაა დაგეგმილი. წლების განმავლობაში ამ პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ის ძირითადად არაკონკურეტულ გარემოში მიმდინარეობს და საბჭოს შემადგენლობაში, როგორც წესი, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ლიდერები ხვდებიან, რომელთა უმრავლესობასაც უკავია ან წლების მანძილზე ეკავა მენეჯერული თანამდებობა.

არჩევნები განახლებასთან და ახალ პერსპექტივებთან ასოცირდება, თუმცა მოლოდინები ამ შემთხვევაში უსაფუძვლოა. საია მიიჩნევს, რომ ეს არის როტაცია კლანისადმი ლოიალურად განწყობილ პირებს შორის, სადაც საბჭოს მოქმედ მოსამართლე წევრებს, გავლენიანი ჯგუფის კონტროლს დაქვემდებარებული სხვა მოსამართლეები ჩაანაცვლებენ",- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

საია წერს, რომ "კლანის" ძირითადი საყრდენი სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოა, რომელიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 26 მაისს XXIX რიგგარეშე კონფერენცია ანიშნეს, რომელზეც დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა. ვადა ეწურება 4 მოსამართლეს - დიმიტრი გვრიტიშვილს, ვასილ მშვენიერაძეს, ირაკლი ბონდარენკოსა და ირაკლი შენგელიას. კონფერენციის შეჩერების მოთხოვნით განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42