არჩილ თალაკვაძე ოპოზიციონერებს თხოვნით მიმართავს და მოუწოდებს, რომ დაელაპარაკონ იმ ადამიანებს , ვისაც პარლამენტის წინ კარვები აქვთ გაშლილი იქნებ 26 მაისს აიღონ:
"მსურს ჩვენს კოლეგას მივმართო ოპოზიციიდან, რომელიც შენობის [პარლამენტის] უკან მეტალის ფარით იყო აღშფოთებული, იქნებ ახლა, როდესაც 26 მაისს აღნიშნავს ქვეყანა. ოპოზიციაში შედგეს საუბარი, იმასთან დაკავშირებით, კარგი იქნება, რომ ოპოზიციამ მოუწოდოს იმ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფრის ორგანიზატორები არიან, რომ უკვე პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ ეს შინაარსისგან დაცლილი კარვები, რომლებიც პარლამენტის წინაა აიღონ. საქართველო არ იმსახურებს, რომ დამოუკიდებლობის დღეს, მას შემდეგ რაც ფართო პოლიტიკური შეთანხმება შედგა, პარლამენტის წინ იყოს აქცია ასეთი სახით. არა ადამიანები, არა კონკრეტული მოთხოვნებით, არა შინაარსით, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს კანონმდებლობა და საქართველოს ხელისუფლება იცავს გამოხატვისა და პროტესტის თავისუფლებას, ეს კარვები რჩება პარლამენტის წინ. თუ რამე უნდა აღაშფოთებდეს ადამიანს 26 მაისს, არის ეს კარვები პარლამენტის წინ, რომელმაც დაკარგა თავისი მნიშვნელობა, კარგი იქნება თუ ოპოზიცია ამაზე იმსჯელებს და მიიღებს დღეს შესაბამის გადაწყვეტილებას"
მასალის გამოყენების პირობები






