ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა პროცესის დაწყებამდე მედიასთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ პროკურატურამ იმ მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო, რაც საზოგადოებას სატელევიზიო სიუჟეტებში არა ერთხელ აქვს ნანახი. მისი შეფასებით, გამოკვლევის ასეთი უჩვეულო დაწყებით გამოძიება ცდილობს, გაწელოს დრო:
„საუბარია სხვადასხვა ტელევიზიებიდან გამოთხოვილ სიუჟეტებზე, რომელიც შეეხება 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს. ეს ყველაფერი პროკურატურას აძლევს დროს, რომ ეს პროცესი გაიწელოს. გარკვეულ უხერხულობა არის, ეტყობა, არ უნდა იმ ხალხის, მოწმეების და "დაზარალებულების" მოყვანა, ვინც ფაქტობრივად ერთი და იმავეს ამბობს, თითქოს ნიკა მელია რაღაც გადატრიალების ორგანიზატორი იყო. ამიტომაც, მოძებნეს ასეთი ხერხი, მართალია, მათ კანონით ამის უფლება აქვთ, თუმცა, ვერ დამისახელებთ პროცესს, სადაც იყოს ასეულობით მოწმე, დაზარალებული და ბრალდების მხარე იწყებდეს მტკიცებულებების გამოკვლევას იმ ვიდეოსიუჟეტების დემონსტრირებით, რომელიც საზოგადოებას არაერთხელ აქვს ნანახი და რომელიც პირდაპირ შემიძლია ვთქვა, გავლენას არ იქონიებს ბრალდების თემატიკასთან. ეს ვიდეო სიუჟეტები ჩვენც წარდგენილი გვაქვს, მეტსაც გეტყვით, ის რაც რეალურად იყო მნიშვნელოვანი საქმისთვის, ანუ პარლამენტის გარე სათვალთვალო და შიდა სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერები წაიშალა, მისი ამოღება ვერ შევძელით, ის ასევე, არ არის ამოღებული პროკურატურის მხრიდან. ეს იყო ზუსტად, ძალიან მნიშვნელოვანი და არა ის სიუჟეტები, რომლებიც ტელევიზიებში იყო გასული", - განაცხადა გიროგი კონდახიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






