2012 წლამდე ჰესების გახსნა ხდებოდა ისე, რომ არც გარემოზე ზემოქმედების შეფასება იყო მომზადებული და არც მშენებლობის ნებართვა გაცემული - მაია ბითაძე
პოლიტიკა - 14:59, 25 May, 2021     1071

2012 წლამდე ჰესების გახსნა ხდებოდა ისე, რომ არც გარემოზე ზემოქმედების შეფასება იყო მომზადებული და არც მშენებლობის ნებართვა გაცემული. რატომ არ ამბობს ჩვენი ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი იმას, რომ მოდით, არ ავაშენოთ ჰესები! იმიტომ ხომ არა, რომ ააშენებდით უფრო მეტს, ააშენებდით ისე, რომ არცერთი ადგილობრივი მოსახლე არ იქნებოდა ჩართული?! - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბითაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს უპასუხა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გარემოსდაცვითი მიმართულებით 6 კანონია მიღებული.

ამასთან, მან კოლეგას სთხოვა დაასახელოს ერთი პრეცედენტი მაინც ევროკავშირში, სადაც „ნამახვანჰესის“ საქმის მსგავსად გარემოს ზემოქმედების დოკუმენტების გადამოწმება მოხდა.

„დღეს ძალიან ბევრი სადღეგრძელო მოვისმინეთ მართლა იმ ადამიანებსგან, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ სისტემაში, რომლებიც მათ შორის, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დერეგულაციას უწყობდნენ ხელს. გავიხსენოთ ჩვენი კოლეგების წინასაარჩენო პროგრამები. იქნებ მე ვერ ვნახე და სადმე წერია გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, იქნებ ვერ ვნახე საზოგადოების მონაწილეობის ხარისხის ამაღლება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სად წერია რამე კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე. სისტემამ, რომელმაც დერეგულაცია მოუწყო, დაჩეხა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა. ნამდვილად გადაიჩეხებოდა, რომ არა „ქართული ოცნება“ და ის რეფორმები, რაც 2012 წლიდან გაკეთდა. ამ სისტემაში დიდი ხანია ვარ და ბევრი მავნე ცვლილების მომსწრეც, რომელიც 2012 წლამდე ხორციელდებოდა, როცა პირდაპირ ხდებოდა ჰესების გახსნა ისე, რომ არც გარემოსზემოქმედების შეფასება იყო მომზადებული და არც მშენებლობის ნებართვა იყო გაცემული. რატომ არ ამბობს არცერთი ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენელი იმას, რომ მოდით, არ ავაშენოთ ჰესები. იმიტომ ხომ არა, რომ ააშენებდით უფრო მეტს, ააშენებდით ისე, რომ არცერთი ადგილობრივი მოსახლე არ იქნებოდა ჩართული. „ნამახვანჰესზე“ განხილვები 2015 წლიდან მიმდინარეობს.

როდესაც ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან ამბობენ, რომ კომიტეტის სხდომებს ვუყურეთ ტელევიზიით ან რადიოთი ვუსმინეთო, მეგობრებო, კომიტეტის სხდომებს უნდა დაესწროთ. 6 ახალი კანონია მიღებული გარემოსდაცვითი მიმართულებით მას შედეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში.

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არათუ უსმენს „ქართული ოცნება“ მოსახლეობას, არამედ კანონმდებლობით გათვალსიწინებული, არაერთი სავალდებულო საჯარო განხილვისა და მოსახლეობის დაახლოებით, 30 მილიონიანი კომპენსაციის შემდეგ ტარდება უპრეცედენტო ჩართულობა. ვერ მომიყვანთ ვერც ევროსაბჭოს და ვერც ევროკავშირის ფერგლებში პრეცედენტს, როდესაც უკვე მომზადებული გარემოს ზემოქმედების დოკუმენტების გადამოწმება ხდებოდეს. ასეთი რამ არც ევროპაში ხდება“, - განაცხადა ბითაძემ.

ამასთან, ბითაძემ გაიხსენა თბილისის გენერალური გეგმის განხილვის პროცესი და გიორგი ვაშაძის მაშინდელ გამოსვლებს „კონცერტი“ უწოდა.

„ძალიან კარგად გვახსოვს თბილისის გენერალური გეგმის განხილვისას თქვენი „კონცერტები“, უბრალოდ მიზანი რა იყო ვერ მივხვდი.

გენერალური გეგმა, რომელმაც თბილისში კოეფიციენტები აკრძალა, ზონები შექმნა და ამ ქაოტურ ქალაქში, სადაც კოეფიციენტები იყიდებოდა და არანაირ შუქის სხივზე საუბარი არ იყო, საფუძველი დაუდო იმას, რომ როგორმე ქალაქი გამოსწორდეს“, - განცხადა მაია ბითაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42