პატიმრობიდან ამნისტიით გათავისუფლებული ცნობილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მოუთმენლად ელოდება სასამართლო პროცესს, რომელიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
გიორგი დემეტრაძის თქმით, ციხეში მასთან ბევრი უდანაშაულო ადამიანი იჯდა, მძიმე პირობებში უწევდა ყოფნა, მაგრამ სულით არ დაცემულა:
„მძიმე პირობებში ყოფნა გაძლიერებს, მოტივაციას გმატებს, თორემ სხვა მხრივ, როგორიც ვიყავი, ისეთად დავრჩი...
ჩემთან ერთად სასჯელს ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი იხდიდა და მათგან ბევრი ვისწავლე.
ციხეში ბევრ რაღაცას სწავლობ, თავისუფლების ფასსაც მერე ხვდები, მაგრამ არავის ვუსურვებ, ასეთი "ცოდნა" მიიღოს...
დიდი სიამოვნებით მივაყენებდი ბულდოზერს და ყველა ციხეს დავანგრევდი!..“, - ამბობს ფეხბურთელი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






