თბილისის პარალიზების უფლებას არავის მივცემთ, მაგრამ არც იმას გავიმეორებთ, რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა - სუბარი
პოლიტიკა - 21:29, 24 May, 2021     1431

"ქართული ოცნების" წევრი, სოზარ სუბარი , აცხადებს რომ თბილისის პარალიზების უფლებას არავის მისცემენ, თუმცა, მისივე თქმით, არც იმას გაიმეორებენ , რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები თუ კანონის დარღვევას ეცდებიან, კანონი ამოქმედდება.

"ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მათ უნდა ჰქონდეთ რაღაც გრანდიოზული აქცია, ამით ისინი პრაქტიკულად ცდილობენ, რომ ჩაშალონ საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმი, ყველაზე დიდი დღე ჩვენი ერის ისტორიაში და ძალიან არ მინდა, რომ მათ ნებსით თუ უნებლიედ შეასრულონ იმ ადამიანების თამაში და არ მინდა იმ ადამიანების სურვილზე გაიარონ, რომლებისთვისაც ეს დამოუკიდებლობა არაფერს არ ნიშნავს და რომლებსაც პრაქტიკულად ოკუპანტი ან მისი მომხრეები ჰქვიათ.

ჩვენ მზადყოფნა დიალოგისთვის არაერთხელ გამოგვიცხადებია. როცა გვქონდა დახურული შეხვედრა, მაშინაც ვუთხარი ქუთაისში და დღესაც მინდა, რომ ეს სახალხოდაც თქვას - კარგი დაფიქრება სჭირდება, როდესაც ასეთ აქციებს იწყებს, რომ მართლა ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადადგა. ვურჩევდი არ შეასრულონ ჩვენი ქვეყნის მტრების სურვილი, რომლებსაც ძალიან უნდათ, რომ საქართველო არ განვითარდეს. რაც შეეხება თბილისის პარალიზებას - ვერავინ ვერ მოახდენს თბილისის პარალიზებას, არავის არ მივცემთ ამის გაკეთების უფლებას და ბუნებრივია თუ კანონის დარღვევას ეცდებიან - კანონი ამოქმედდება. შეიძლება გადაკეტო ერთი ქუჩა, შეიძლება ეს არ ჯდებოდეს კანონის ფარგლებში, თუმცა ზოგჯერ ჩვენ რაღაცაზე ვხუჭავთ თვალს და უფრო მეტის უფლებას ვაძლევთ აქციის მონაწილეებს ვიდრე საერთაშორისო კონვენციები და საქართველოს კანონმდებლობა. თბილისის პარალიზების უფლებას არავის არ მივცემთ, მაგრამ არც იმას არ გავიმეორებთ, რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, როცა ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი მომიტინგეები", - განაცხადა სუბარმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42